• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის მხრიდან თანამშრომლებზე განხორციელდა სექსუალური შევიწროება – საფარი

ალია ავტორი - ალია
13:18 09-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

თავდაცვის სამინისტროს 2 მაღალჩინოსანს მათივე თანამშრომელი ქალები სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი ქალის ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” იცავს. უფლებადამცველ ბაია პატარაიას თქმით,  დაზარალებულზე  ზეწოლა უკვე 4 თვეა მიმდინარეობს. საქმის მოკვლევა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 კვირის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დაზარალებულიც და სავარაუდო მოძალადეც ისევ ერთ უწყებაში მუშაობენ და მათი განრიდება არ მომხდარა.

“ჩვენ მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა, 23 აგვისტოს და გვაცნობა სექსუალური შევიწროების შესახებ და წარადგინა ასევე მტკიცებულებები. მეორე დღესვე ჩვენ მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან გენერალური  ინსპექცია იყო მტრულად განწყობილი ამ ქალის მიმართ და ჩვენი ადვოკატის მიმართ და მას შემდეგ, როდესაც შეიტყვეს, რომ საფარი წარმოადგენდა ამ ქალს დამოკიდებულება შეიცვალა. ორ კვირაზე მეტია, არანაირი რეაგირება და არ მოუხდენია უწყებას, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს სდებს სექსუალურ შევიწროებაში”, – ამბობს ბაია პატარაია 

რაც შეეხება ორგანიზაციის იურისტს, რომელიც დაზარალებული ქალის ინტერესებს იცავს მისი თქმით, საქმე ეხება,  სექსუალური შევიწროებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებასა და გენდერული ნიშნით შევიწროებას.

მისივე თქმით, მხოლოდ ერთი ქალი არ არის დაზარალებული და საუბარია კიდევ ორ ქალზე, რომლებმაც უკვე მიაწოდეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებს.

“სექსუალური შევიწროება გამოიხატა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამაკნინებელ, დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაში და ასევე იგი ახსენებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ, კერძოდ კი განსხვავებულ მოპყრობაზე ქალების მიმართ. მხოლოდ ერთი ქალი არ არის დაზარალებული, არამედ კიდევ ორი ქალი საუბრობს, რომ იყვნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ამ უშუალო ხელმძღვანელის მიმართ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან განხორციელდა გენდერული დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება. სახალხო დამცველი ჩავრთეთ 25 აგვისტოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრისასა არ დაგვრჩა ის შთაბეჭდილება, რომ გენერალური ინსპექცია ობიექტურად შეისწავლიდა საკითხს, ვინაიდან ძალიან მტრული გარემო შეექმნა მსხვერპლს ადგილზე მისვლისას” – ამბობს თამარ ლუკავა

მთავარი არხი.

თეგები: თავდაცვის სამინისტროსაფარისკანდალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved