თბილისი პრაიდის ცნობით, მათი ოფისის ფასადს, აივანსა და ფანჯარას გუდრონის მსგავსი ნივთიერება შეასხეს. პრაიდის წარმომადგენელი თამაზ სოზაშვილი ტვიტერზე წერს, რომ მათ ოფისს რადიკალი ჯგუფები დაესხნენ თავს.
“საბედნიეროდ, პოლიცია ყოველთვის აქ არის, თუმცა როგორც ხედავთ, ისინი მათაც კი ვერ შეაჩერეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად დაასრულოს გამოძიება. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩვენც ვიმსახურებთ”
კომენტარები