ფოტო – bbc
საფრანგეთში, სკოლაში დანით შეიარაღებული პირი მასწავლებლებს დაესხა თავს, მოკლულია ფრანგული ენის მასწავლებელი. კიდევ ერთი მასწავლებელი და სკოლის დაცვის თანამშრომელი მძიმედაა დაშავებული. BBC-ის ცნობით თავდასხმა ქალაქ არასში საშუალო სკოლაში მოხდა. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი “ალაჰ აკბარ”–ს ყვიროდა.
თავდამსხმელი დაკავებულია. მედია, პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ჩეჩენია და ის იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
კომენტარები