მარნეულში, ადგილობრივი უბნის ინსპექტორის, ამილ ჰაჯიევის ოჯახში გუშინ, გვიან ღამით ნიღბიანი უცხო პირები შევარდნენ, სასტიკადაა ნაცემი პოლიციელის დედა და მეუღლე. ანგარიშსწორება ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.
პოლიციელის მამა მედიასთან აცხადებს რომ არ იცის, თავდამსხმელებს რა სურდათ.
დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი. უცნობია წაღებულია თუ არა სახლიდან ნივთები.
“მარნეულში ყოველდღე ხდება კრიმინალური შემთხვევები. პოლიცია საკუთარ თავს ვერ იცავს, ჩვენ როგორ დაგვიცავს”,- ამბობენ ადგილობრივები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები