მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება იმ 5 ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებას, რომლებმაც დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრობის იმ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, რომლებიც “ოცნების” ფავორიტებად არიან მიჩნეული და წერს:
“ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან არის ანტიეროვნული აქტი.”.
შეგახსენებთ, კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
კომენტარები