• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს   4.8 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 4.5 მილიონი ლარის საჩუქარი –  უძრავი ქონების სახით – IDFI-ის სკანდალური კვლევა

ალია ავტორი - ალია
18:31 12-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

 

აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგის შემდეგ, IDFI-მ შეისწავლა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციაში ასახული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა.

 

კერძოდ, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს  ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.  წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს.  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის,კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი.   საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2021-2023 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები, სადაც დეკლარირებულია თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია.

ძირითადი მიგნებები

       – 2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების 224-მა  თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 9.8 მილიონ ლარს;

– 2020 წელს მიღებული საჩუქრების ღირებულებაა – 3,2 მილიონი ლარი, 2021 წელს – 3,5 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს  – 3,1 მილიონი ლარი;

– 2020-2022 წლებში 7,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირებს, ხოლო 2,5 მილიონი ლარის საჩუქარი – მათი ოჯახის რომელიმე წევრს;

– 7,9 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი დეკლარანტებს ან მათ ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავებისგან; 1,1 მილიონი ლარის საჩუქარი მიღებული აქვთ ნათესავებისგან, რომელსაც კანონმდებლობა არ მოიაზრებს ახლო ნათესავად; 737,1 ათასი ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ მეგობრებისგან, ხოლო 92,2 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრის გამცემად მითითებულია სამსახურეობრივი და სხვა კავშირი;

– 2020-2022 წლებში თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს   4.8 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 4.5 მილიონი ლარის საჩუქარი –  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 472 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები წარმოადგენს ავტომობილებს ან სხვადასხვა ფასიან ნივთებს;

2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, შემდეგ მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

– მონიტორინგის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 53 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. საიდანაც 29 შემთხვევაში საჩუქრის მიმღებს წარმოადგენდა დეკლარანტი თანამდებობის პირი, ხოლო 24 შემთხვევაში – თანამდებობის პირის ოჯახის წევრი;

– საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების  საეჭვო შემთხვევებს შორის 34 არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ხოლო 19 მერიის;  მაგალითად, 2020-2022 წლებში  ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ტყებუჩავას,  მეგობრებმა აჩუქეს 64 ათასი ლარი და 8000 აშშ დოლარი, ქარელის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიგა მამესწარაშვილს  ნათესავმა აჩუქა 30,380 აშშ დოლარი და 98,000 რუბლი, ყაზბეგის საკრებულოს ფრაქციის   თავმჯდომარეს უჩა ხუციშვილს ნათესავმა აჩუქა 30,000 დოლარის ღირებულის მანქანა, ქალაქ თბილისის მერის მოადგილეს ანდრია ბასილაის  მეგობარმა აჩუქა ნაღდი ფული –  16,189 ლარი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მ/შ-ს თამილა ნადირაშვილს, ოჯახის ახლობელმა აჩუქა  39,500 დოლარი და სხვა.

– საჩუქრის სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების შემთხვევებს შორის, ჭარბობენ ბორჯომის (4 შემთხვევა), ქალაქ ფოთის (3 შემთხვევა), ოზურგეთის (3 შემთხვევა) და თბილისის (3 შემთხვევა) მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები.

– ცალკეული თანამდებობის პირების დეკლარაციები, საჩუქრის კანონის დარღვევით მიღებასთან ერთად, სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს;  მაგალითად, ბორჯომის  მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გურამ ჩადუნელისთვის   საზღვარგარეთიდან ხორციელდება  ფულადი გზავნილები  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესაძენად. თანამდებობაზე დანიშვნის, შემდეგ მის საკუთრებაში დარეგისტრირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული 9 სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 172,000 აშშ დოლარი.  ამავე დროს ჩადუნელის მიერვე შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი რეალური მფლობელია საუდის არაბეთის მოქალაქე ალრაჰმა ზიიად აჰმედი. მან ასევე, 2021 წელს საჩუქრის სახით მეგობრისგან  მიიღო 36,660 აშშ დოლარი.

– მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ 2020 წელს ფეხბურთის ფედერაციისგან საჩუქრის სახით მიიღო 40,000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია, თუმცა დეკლარაციაში მითითებული არ არის პრემიის მიღების საფუძველი.

– თანამდებობის პირების  ცალკეული  დეკლარაციები,  არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ.

თეგები: დეკლარაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved