• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:46 05-31-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

31 მაისს მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, რაც მოსახლეობის ჯანდაცვისთვის შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის აღსაკვეთად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

„სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, როგორც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი საზედამხედველო ორგანოდან, მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან არასრულწლოვანთა დაცვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციას (როგორც პირველადი ისე განმეორებით ჩადენილი) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი მიზანი არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს ნაწარმის იოლი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რომლის საფრთხეების შესახებ სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა სპეციალურ ანგარიშში „თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“.

გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში ელექტრო სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების კონტროლი, რაც კანონმდებლობით ასევე მიიჩნევა თამბაქოს ნაწარმად. აღნიშნული გარკვეულწილად უკავშირდება პროდუქციის მიმართ საზოგადოების ნაკლებ ცნობიერებას და უფლებამოსილი ინსტიტუტების მხრიდან არასათანადო ზედამხედველობას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს უფლებამოსილი ორგანოების მიერ თამბაქოს კანონმდებლობის ეფექტური მონიტორინგის გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა ეფექტურ დაცვის და დახურულ სივრცეებში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved