• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თამაშგარე რჩება ხალხი, როცა განსხვავებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ეტმასნებით! პროტესტმა მაინც არაფერი დაგანახათ?” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:36 03-18-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

“თამაშგარე რჩება ხალხი როცა რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ეტმასნებით! პროტესტმა მაინც არაფერი დაგანახათ და გასწავლათ? რატომაა ასეთი რთული მიხვედრა?” – ამის შესახებ გამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“პოლიტიკოსი, რომელიც გეტყვით, რომ ჯერ ბიძინა დავამარცხოთ და მერე – არჩევნები რომ დაინიშნება, იმ არჩევნებში დავუპირისპირდეთ ერთმანეთს არის შარლატანი და საერთოდ არ იცნობს ხალხს და მის დამოკიდებულებას პოლიტიკურ სპექტრთან.

აზრზე არ არის!

მეგობრებო, ხალხის მთავარი პრეტენზია პოლიტიკურ სპექტრთან არის ის, რომ არჩევნების წინ ახსენდებათ ისინი და რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს – ეს იკითხება კვლევაში, ეს მტკიცდება ემპირიულად. თუ ჩემი არ გჯერათ, თქვენც იარეთ ჩვენსავით ქართულ ოჯახებში და დაიჯერებთ. “თქვენ ყველას, არჩევნების წინ გახსენდებით” – აი ესაა მთავარი პრეტენზია რასაც ყველაზე ხშირად გაიგებთ კარდაკარ ბოდიალისას. ყალბი ერთიანობის საფარქვეშ – მოსახლეობის 70 პროცენტის ინტერესები დაუცველი რჩება პოლიტიკური სპექტრის მიერ და ეს ხალხი სტატუს კვოში იძირება. ვერ მოხდება ცვლილება თუ ეს ხალხი რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერად არ იქცა. ამიტომ პირიქით, არჩევნებიდან არჩევნებამდე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ილაპარაკონ ხალხთან თავიანთ განსხვავებებზე და ისეთი მრავალფეროვნებით წარმოჩინდნენ, რომ ხალხმა თავიანთი ინტერესების გამტარებელი პარტიები იპოვონ და გააძლიერონ.

რასაც მე ვამბობ არის 100 პროცენტიანი და არ ექვემდებარება არანაირ გადახედვას.

შედით ოჯახებში და დაინახავთ!

p.s. ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი განსხვავებული შეხედულებების ხალხის ინტერესები რომელიმე ერთიანმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოხატოს. თამაშგარე რჩება ხალხი როცა რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები ერთმანეთს ეტმასნებით! პროტესტმა მაინც არაფერი დაგანახათ და გასწავლათ? რატომაა ასეთი რთული მიხვედრა?” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved