ბაჩანა ლობჟანიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად გააცნო, აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების მიუხედავად მას არ სჯერა, რომ თამარი თავს მოიკლავდა.
„თამარი ვერ შეძლებდა ვერანაირი წამლით თავისი თავი მიეყვამა, იმ ზომამდე რომ თავი მოეკლა. იმიტომ რომ ის ძალიან ფაქიზი და ნაზი იყო. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით და არანაირი საფუძველი არ ჰქონდა მას სუიციდი ჩაედინა“, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისთვის, პროკურატურამ გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქში წამლებს. ასევე ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები.
კომენტარები