• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამარ ჟვანიას ვურჩევდი, ყველას უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა – წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
12:03 12-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

„თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში იქნებიან, ისინი ჩვენს იდეას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დიდი სიამოვნებით აიტაცებენ, კომისიას დააკომპლექტებენ და გამოიძიებენ კიდეც, ელენე ნიჟარაძემ რატომ არ იცის, არითმეტიკა და რატომ ჰყავს ცუდი ე.წ. აიტიშნიკი. ეს არის შეცდომა, თუ განზრახ ჩადენილი მავნებლობა. ბოდიში მოსახდელია და ეს არის პროგრამა მინიმუმი „სამართლიანი არჩევნებისთვის“. როცა ერთი პოლიტიკური დესტრუქციული ძალა გამოვა, ექსტრემისტები და იტყვიან, რომ თამარ ჟვანია არის საძაგელი ქალი, მას ცუდი არითმეტიკის მასწავლებელი ჰყავდა, ამ არითმეტიკის მასწავლებელს მიადგები საფლავში, არ ვიცი, რომელი არხი იყავით და საფლავის ქვაზე კაკუნს დაუწყებ, ეს არის მკრეხელობა, რადგან რა, რა და, ქართველმა კაცმა ამ ქვეყანაში მიცვალებულისა და საფლავის პატივისცემა აიყვანა უმაღლეს რანგში და ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია. როცა ამას გააკეთებ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ღმერთმა გაანათლოს და არც ის მასწავლებელია დამნაშავე, თამარ ჟვანიასაც არაფერი ჩაუდენია და მან უბრალოდ დათვალა ის, რაც ურნაში მოხდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ხარვეზები იყო, თუმცა „არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია“.

„საუბნო დონეზე ხარვეზები იყო და ხაბეიშვილს არ შერცხვა და სოზარ სუბარის 200 ხმა ჯიბეში ჩაიდო, მაგრამ ყველა ხარვეზი რაც იყო, აღმოიფხვრა და ხარვეზმა აჩვენა, რომ არც ერთი ამ ხარვეზით „ქართულ ოცნებას“ არ უსარგებლია. თამარ ჟვანია მაინც კრიმინალად იყო გამოცხადებული და მას საჯაროდ ვურჩევდი, ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ვერ იქირავა წესიერი „აიტიშნიკი“. თქვენ მეკითხებით, ვერ დაწერა თუ განზრახ არ დაწერა? ამას სჭირდება, ან დროებითი საგამოძიებო კომისია, ან სისხლის სამართლებრივი პროცესი, მაგრამ ვიდრე ამ საკითხებს გადავწყვეტთ და მოთხოვნებს დავაყენებთ, ჯერ კიდევ ველოდებით, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი გაბედავს და არ მოგვმართავს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, რადგან სამწუხაროდ, დღეს სიტყვა გაბედულება გახდა გადამწყვეტი ზოგიერთი მათგანისთვის. როცა გვეცოდინება, როგორია პარლამენტის შემადგენლობა, უკვე გვეცოდინება, რა იქნება ჩვენი პოზიცია, რომ ეს საკითხი პარლამენტში იყოს გამოძიებული. ელენე ნიჟარაძე, მისი გუნდი დაბარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასეთი შეცდომები თურმე შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში და შეიძლება, მისი სტაბილურობა დააყენო ეჭვქვეშ, რატომ გააკეთეს ეს-იყო ნებსით, თუ უნებლიედ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved