• რეკლამა
  • კონტაქტი
04:21, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი: მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია

ალია ავტორი - ალია
12:47 01-04-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,773

იმ ფილოსოფიით, რისიც მჯერა და რითიც ვცხოვრობ, არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე.
ჩემი უფლებები მავალდებულებს ეს უფლებები დავიცვა ჩემთვის და სხვებისთვის.
ჩემთვის არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე.
შესაბამისად, მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს ჩემთვის ასეა და ასე დარჩება, როგორ სათნოებადაც არ უნდა მიიჩნევდეთ ცხოველთა უფლებებზე საუბარს და აპიპინებდეთ, იმიტომ რომ სწორი ესაა. მე ვარ სწორი, თქვენ – არასწორი.
რაც შეეხება სისასტიკეს,
ადამიანები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოველებზე სისასტიკე ისჯება, არა იმიტომ, რომ ცხოველების უფლებები არსებობს და ირღვევა, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ჯანსაღი ადამიანებისგან შემდგარ ჯანსაღ საზოგადოებებში სისასტიკე მიუღებელია.
თუმცა სისასტიკის აღქმაც განსხვავებულია ჩვენ შორის.
ვიღაცისთვის სისასტიკეა სტეიკის ჭამა.
ვიღაცისთვის სისასტიკეა საახალწლო სალუტებით ცხოველების შეწუხება.
ვიღაც სიტყვებს უფრო მეტად უფრთხილდება და სისასტიკედ მხოლოდ ტკივილის მიყენების მიზნით და განზრახვით ჩადენილ ქმედებას მიიჩნევს და ასეთი ქმედების დასჯას ითხოვს – მაგალითად მე.
რეალობა ისაა, რომ თუ ქართულ დემოკრატიას განვითარება უწერია, ამ თემაზე კამათი არ შეწყდება და მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები – სისასტიკე ისაა, რაც ტკივილის მიყენების განზრახვით ხდება და უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა ადამიანის მიმართ ხდება, თუ ცხოველის.
რაც შეეხება პეტარდების და სალუტების აკრძალვას, იმ სახელმწიფოში, რისკენ სვლაც მინდა, ხმაურის რეგულირება თვითმმართველობის საკითხია და არა ცენტრალური მთავრობის.
თუ რომელიღაც სოფლის, დაბის, უბნის, ან ქალაქის მაცხოვრებლებს სურთ უხმაურო გარემო, ეს მათი ნებაა და წარმომადგენლობით დემოკრატიაში ეს არჩევნებით იოლად წყდება.
ცენტრალურ მთავრობას ხმაურთან არაფერი ესაქმება.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved