• რეკლამა
  • კონტაქტი
12:42, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
10:00 10-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
469

ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები, დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადად, ფინანსური სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება “დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, სადაც ფიგურირებენ სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ არალეგიტიმური დირექტორი გიორგი კეთილაძე და სს „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.” 

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც ფიგურირებენ სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ არალეგიტიმური დირექტორი გიორგი კეთილაძე და სს „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

ფაქტები, რომლებზეც დაწყებულია გამოძიება, მოიცავს შემდეგი დანაშაულის ნიშნებს:

  • ბრიტანულ-ქართული აკადემიის წილის თაღლითური გზით მითვისება
  • საჯარო რეესტრში დოკუმენტების გაყალბება და უკანონოდ სკოლის დირექტორის გადაყენება
  • ბრიტანულ-ქართული აკადემიის კუთვნილი დიდი ოდენობით (3.2 მილიონი ლარი) ფულადი სახსრების მითვისება
  • ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან დაკავშირებული ინსაიდერული ფინანსური და კომერციული ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება

ზემოაღნიშნული ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულის ნიშნებს, რომლებზეც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ უკვე ვაცნობეთ დიდი ბრიტანეთის ფინანსური ქცევის ორგანოს (Financial Conduct Authority — FCA), სადაც მიმდინარეობს დამატებითი ზედამხედველობითი პროცედურების განხორციელება „საქართველოს კაპიტალისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ.

ჩვენ მიერ წარდგენილი ფაქტების საფუძველზე, ლონდონის საფონდო ბირჟასთან (London Stock Exchange) და მის მარეგულირებლებთან მიმდინარეობს განხილვა საქართველოს კაპიტალისა (Georgia Capital PLC) და საქართველოს ბანკის ჯგუფის (Bank of Georgia Group PLC) საქმიანობისა და მათი საფონდო ბირჟიდან შესაძლო გარიცხვის საკითხზე, რაც უკავშირდება რეგულირების ქვეშ მყოფი იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების ჩადენასა და მმართველობით დარღვევებს.

გარდა ამისა, თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბების, დამფუძნებლების მოტყუების, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, ინსაიდერული ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტებისა და სხვა სამართლებრივი დარღვევების გამო, ლონდონის საფონდო ბირჟისა და შესაბამისი მარეგულირებლების წესების შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი გილაურისა და არჩილ გაჩეჩილაძის თანამდებობიდან გადაყენებას გამოძიების  დასრულებამდე.

იმედი გვაქვს, რომ დროული და სამართლიანი გამოძიება პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლებს, სასკოლო საზოგადოებას, მარეგულირებელ ორგანოებსა თუ ყველა იმ პირს აქვს, ვისთვისაც ჩვენი სკოლები ღირებული და მნიშვნელოვანია, – წერია განცხადებაში, რომელსაც ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები, დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია ავრცელებენ.

(R)

თეგები: არჩილ გაჩეჩილაძებრიტანულ–ქართული აკადემიაგიორგი კეთილაძედავით ცეცხლაძეთბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლაირაკლი გილაურინათია ჯანაშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved