საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს და ამერიკის ელჩის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს:
“მე ჯერ შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გამიგია. მე თვითონ ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ზედამხედველი, სიტყვა არ მომწონს, მაგრამ რაღაცა ფორმით ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. რაღაც ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი რამდენად არის ჩვენი სასამართლო გადატვირთული, ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორედ. ამაზე მქონდა ამერიკის ელჩთანაც საუბარი”
კომენტარები