• რეკლამა
  • კონტაქტი
01:32, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტექნოლოგიების ხვრელები, ტვირთგადაზიდვა, პორტები – სანქციების მე–11 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
18:44 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. განცხადებაში ნათქვამია, პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების კიდევ უფრო უკეთ აღსრულებასა და განხორციელებას, გასული წელს მიღებული გაკვეთილების საფუძველზე.

პაკეტი ევროკავშირიდან რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული გარკვეული მგრძნობიარე საქონლის (მაგ. მოწინავე ტექნოლოგიები, ავიაციასთან დაკავშირებული მასალები) ტრანზიტის აკრძალვას აფართოებს.

სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.

სანქციების მიზანია, ჩაკეტოს ხვრელები, რათა პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მცდელობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გზით, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობენ.

87 ახალი სუბიექტი დაემატა სანქციების სია, რომლებიც, ევროკავშირის თანახმად, უშუალოდ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო და სამრწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.

კომპანიები დაექვემდებარებიან უფრო მკაცრ საქესპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულებისა და მოწინავე ტექლონოლოგიების პროდუქციის მხრივ – რუსეთისა და ირანის სუბიექტების გარდა, ეს სია ასევე მოიცავს ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში რეგისტრირებულ კომპანიებს.

უკრაინის ბრძოლის ველზე აღმოჩენილი კიდევ 15 ტექნოლოგიური ნივთის ან ასეთი ნივთების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტის შეზღუდვა – “ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და ვამატებთ შვეიცარიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სიას”.

რკინისა და ფოლადის საქონლის იმპორტიორებს ასევე ემუქრებათ უფრო მკაცრი შეზღუდვები ნედლეულზე, რომელიც გადამუშავდა მესამე ქვეყანაში, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი არ არის წარმოშობილი რუსეთში.

ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს EU-ს შეზღუდოს განსაზღვრული სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი გარკვეულ მესამე ქვეყნებში.

გაფართოვდება ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი, ასევე, სრულად აიკრძალება გარკვეული ტიპის  მექანიზმების კომპონენტების ექსპორტი.

სანქციები მოიცავს:

  • რუსული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანების ევროკავშირში ტვირთის გადაზიდვის სრულ აკრძალვას.
  • ევროკავშირის პორტებში წვდომის აკრძალვას გემებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ტრანსფერებს გემიდან გემზე, რომლებიც ეჭვმიტანილია რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვის ან G7 კოალიციის ფასის ლიმიტის დარღვევაში.
  • ევროკავშირის პორტებში წვდომის აკრძალვა გემებისთვის, რომლებიც მანიპულირებენ ან თიშავენ ნავიგაციის თვალთვალის სისტემას რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისას, რომელიც ექვემდებარება ნავთობის იმპორტის აკრძალვას ან G7-ის ფასის ლიმიტს.

პაკეტის თანახმად, ლიცენზიები შეუჩერდება რუსეთის კიდევ 5 სახელმწიფო მედიასაშუალებას.

თეგები: სანქციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved