• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტექნიკური ხარვეზი და განსხვავებული პასუხები – ვინ დარეგისტრირდა ვაქცინაციის პორტალზე მედპერსონალის გარდა?

ალია ავტორი - ალია
16:07 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი, 16 მარტს, დილიდან, 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა. ანუ, გარდა მედპერსონალისა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება 75 წელს ზემოთ მოქალაქეებმაც შეძლეს.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და ამბობს, რომ მას იმ რამდენიმე მოქალაქემ დაუდასტურა მომხდარი, რომლებმაც ხანდაზმული ოჯახის წევრები 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მარტივად დაარეგისტრირეს და ჯავშნის კოდიც მიიღეს.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 16 მარტს, სარეგისტრაციო პორტალის გახსნა „ტექნიკურ ხარვეზთან“ იყო დაკავშირებული და პორტალი უკვე დაიხურა 75 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის.

უწყების განმარტებით, მოქალაქეები, რომლებმაც 16 მარტს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირება მოასწრეს, აიცრებიან. რაც შეეხება ახალ მსურველებს, ისინი პორტალზე ვეღარ დარეგისტრირდებიან:

„პორტალი ჯერ ახალია. შეიძლება ამას ტექნიკური ხარვეზიც ვუწოდოთ. ვინც დარეგისტრირდა, გასაგებია, მაგრამ ჯერ არ ვარეგისტრირებთ ხანდაზმულებს“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

“ალია” დეტალების გასარკვევად ცენტრალური ონლაინ-კლინიკის ცხელ ხაზს, 1522-საც დაუკავშირდა.

1522-ზე “ალიას” გვითხრეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამედიცინო პერსონალის გარდა, სხვა ადამიანიც მოახერხებს დარეგისტრირებას პორტალზე, აცრით მაინც მხოლოდ სამედიცინო პერსონალი აიცრება და სხვა არავინ!

ვინ გვეუბნება მართალს, ჯანდაცვის სამინისტრო, თუ 1522 – ეს უცნობია.

შეგახსენებთ, 43 200 დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებითა და ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ, მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი. 16 მარტის 14 საათის მონაცემებით, ვაქცინაციის პორტალზე სულ 4456 მედპერსონალი დარეგისტრირდა და 1143 აიცრა, მაშინ, როდესაც, ქვეყანას, ჯამში, 71 ათასი მედმუშაკი ჰყავს. ვაქცინაციის გეგმის თანახმად კი ქვეყანამ მედპერსონალის 65% უნდა აცრას, რაც დაახლოებით 46 ათასი მედმუშაკია.

ოფიციალურად დარეგისტრირებული მედპერსონალიდან 4456 – რამდენია ნამდვილად მედპერსონალი და რამდენი “ხარვეზი” დაფიქსირდა კიდევ, ეს არ ვიცით!

ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. მედპერსონალის აცრის შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პროცესში ჩაერთვება ხანდაზმულთა პანსიონატები და იქ მომსახურე პერსონალი, ჯამში 2000 ადამიანი. ამის შემდეგ კი აცრები ჩაუტარდებათ 75 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და რის-ჯგუფებს.

მართალია, ვაქცინაციის წარმართვა გამყრელიძის უწყებას დაავალეს, მაგრამ მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის სამსახური “ალიას” გვემდურის, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხის მიღება მათგან მანამდეც გვიჭირდა, ვიდრე გაგვებუტებოდა, თუ დამალობანას თამაშს დაიწყებდა.

“ალია” აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაარსებული ე.წ. ცხელი ხაზი, მხოლოდ 9.00 საათიდან 23.00 საათამდე მუშაობს.

თეგები: ამირან გამყრელიძევაქცინაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved