• რეკლამა
  • კონტაქტი
21:28, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძე დასანქცირებას ელოდება? – რას უყვებიან ალიას?

ალია ავტორი - ალია
00:52 04-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,156

ქართული ოცნების მმართველი გუნდი, რომელმაც მეორედ შემოაბრუნა პარლამენტში რუსული კანონი, პარტნიორ ქვეყნებზე თავდასხმას არ წყვეტს, ხან რევოლუციის მოწყობის მცდელობას ედავება, ხან თარჯიმნის არ ყოლას, ხან ნაცი თარჯიმნის ყოლას, ხან შავ ფულს, ხან ტყუილში სდებს ბრალს. პასუხად, დასავლეთის განცხადებებიც მკაცრდება. ერთადერთი, ვინც ოცნებას რუსული კანონის შემოღების მცდელობას უწონებს პუტინის გუნდია.

გუშინ, ევროპარლამენტარებმა უმკაცრესი განცხადებები გააკეთეს, მოითხოვეს დეოლიგარქიზაცია, ისაუბრეს სანქცირებებზე ოცნების გუნდის მაღალჩინოსნების და რამდენიმე კონკრეტული გვარიც გააჟღერეს – ივანიშვილის, ვაჟა სირაძის, “ხარებას”, ღარიბაშვილის. დიდი ალბათობით, სანქცირების საფრთხის ქვეშაა გომელაურიც, რადგანაც, “ხარებაც” და ვაჟა სირაძეც მის დაქვემდებარებაშია.

ალიას რამდენიმე კომპეტენტური წყარო უყვება, რომ სანქცირების საფრთხის ქვეშაა ასევე დედაქალაქის მერი, პარტია ქართული ოცნების გენერალური დირექტორი, კახა კალაძე.

დღეს გავრცელდა ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხვალ მიიღებენ, სადაც წერია, რომ საფრთხე ემუქრება ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას და ასევე, ევროკავშირის, როგორც დონორის როლს, მარტივად რომ ვთქვათ, იმ დაფინანსებებს, რომელზედაც მეტწილად დამოკიდებულია საქართველოს მთავრობა.

რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული “იბრძოლოს დეზინფორმაციასთან, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.”

დეზინფორმაციასთან ბრძოლა კი არა, ქართულ ოცნებას და ასევე, კონკრეტულად კახა კალაძეს ევროკავშირის დადანაშაულებაზე ამ ბოლოს უკან ერთხელაც არ დაუხევია. განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა, ხან რა ბრალდებას უყენებდა ევროკავშირსა და ევროპარლამენტარებს და ხანაც, – რას. 

შესაბამისად, კახა კალაძის  დასანქცირება, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. 

როგორც ალიას წყარო უყვება, კალაძეს უკვე აქვს ინფორმაცია სავარაუდო დასანქცირებასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ თქვა დღეს:

 

“ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის პირადად და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენთვის, ევროპა ეს არის ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ.”

როგორ უნდა ვიცხოვროთ ევროპული ღირებულებით და რუსული კანონით ერთდროულად, ვერ გეტყვით, მით უფრო, როცა ევროკავშირის ქვეყნები გვეუბნებიან რომ არაფერი საერთო ამ კანონის მიღებას ევროპულ ღირებულებასთან არ აქვს, შესაბამისად, რჩება მართლაც დასვენება, შოპინგი, თმის შეჭრა, რომელიც ევროპას დაჩვეულ კალაძეს,  დასანქცირებიხ შემთხვევაში, თბილისში ან მოსკოვში მოუწევს.

 

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved