• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები იზრდება

ალია ავტორი - ალია
11:54 06-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

2022 წლის მესამე კვარტალიდან ტექინსპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები სამჯერ და, ზოგ შემთხვევებში, მეტჯერ გაიზრდება. პარლამენტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდებიან.

დღეისათვის, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარია, რომელიც ინსპექტირების ვადის გადაცილებიდან 1 თვეში დაეკისრება ავტომობილის მფლობელს. ჯარიმის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. ჭკვიანი საგზაო კამერა აფიქსირებს ასეთ შემთხვევას. ყოველ მომდევნო შემთხვევაზე განმეორებითი ჯარიმა კვლავ 50 ლარია.

კანონის ცვლილების შემდეგ პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი დარჩება, თუმცა, თუ ავტომფლობელი დაჯარიმებიდან 1 თვის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, მეორე ჯარიმა უკვე სამჯერ მეტი, 150 ლარი იქნება. მესამედ დაჯარიმების შემთხვევაში მას 300 ლარის და მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს.

იურიდიული პირებისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მეტად იზრდება – ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდება, ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი ჯარიმები 300 ლარით, 500 ლარით და 1500 ლარით განისაზღვრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved