• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტელევიზიიდან “ოცნებაში” – რა ქონებას ფლობს პარტიის თავმჯდომარის ახალი მოადგილე ?

ალია ავტორი - ალია
00:47 01-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფეიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

ამასთან, დღეს გამართულ ყრილობაზე ის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს.

ცნობისთვის, მაღლაფერიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის პოზიცია 2020 წლის ზაფხულში დატოვა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობასა და ქონებას, 2020 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია:

2007 წელს შეძენილი 45 კვ.მ ბინა გუდაურში, რაშიც 40 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, მის სახელზეა 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 190 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გომბორში, რომლის ჯამური ღირებულება 2008 წელს 15 000 ლარს შეადგენდა. ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის 1972 წელს მემკვიდრეობით გადაცემული 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-ანი წილიც გომბორში.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელშიც 2015 წელს 13000 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ვასილ მაღლაფერიძის მეუღლის სახელზეა: 12,6 კვ.მ სარდაფი და 18 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, რომელიც 2014 წელს 10 000 აშშ დოლარად არის შეძენილი. ასევე, თბილისში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის 30%-ანი წილი, რომლის ჯამური ღირებულება 66 400 ლარია.

ვასილ მაღლაფერიძის მეუღლეს 2017 წელს საჩუქრად გადაეცა 22 კვ.მ ბინა მესტიაში. მის საკუთრებაშია 2009 წელს 300 000 ლარად შეძენილი 714 კვ.მ კომერციული ფართის 33,3%-ანი წილიც თბილისში და 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთი გომბორში, რაშიც 5000 ლარი გადაიხადა. 2015 წელს კი შეიძინა 164 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღრებულება 125 000 აშშ დოლარია.

დეკლარაციის შევსების მომენტში ვასილ მაღლაფერიძე საბანკო ანგარიშებზე ფლობდა:- 1656,64 ლარს, 4160,94 ევროს და 133,49 აშშ დოლარს. ნაღდი ფულადი სახით კი – 10000 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, ვასილ მაღლაფერიძეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით 2019 წელს 52 800 ლარი აქვს აღებული.

“bpn.ge”

თეგები: ვასილ მაღლაფერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved