• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, ოთხშაბათი, 3 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­ტე­ხა და “სამ­სუნ­გი” და­მი­ტო­ვა, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­მენ­და – დოროყაშვილი ბასილაშვილზე

ალია ავტორი - ალია
16:41 09-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

სკანდალური სასამართლო პროცესი გრძელდება.

ცნობილი ქართველი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­ფონ­ზე მო­სას­მე­ნი და­უ­ყე­ნა.

“ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­ტე­ხა და “სამ­სუნ­გი” და­მი­ტო­ვა, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­მენ­და”, – გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ის გა­ტე­ხილ ტე­ლე­ფონს ინა­ხავს – “ხან­და­ხან ვჯდე­ბი და ჩემ სტრე­სებს ვახ­სე­ნებ ჩემ თავს”. ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მის­თვის ჩოგ­ბურ­თი ტრამ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

“როცა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვას­რუ­ლე, ეს წიგ­ნი დავ­ხუ­რე და შევ­წყვი­ტე ჩოგ­ბურთთან ურ­თი­ერ­თო­ბა, მე ჩემ გო­ნე­ბას და­ვა­ვი­წყე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემ­თვის მატ­რამ­ვი­რე­ბე­ლია ჩოგ­ბურ­თი, ჩო­გა­ნი, ბურ­თი”,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თქმით, იმ ეტაპ­ზე, როცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი იყო, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მას მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა.

“ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბულ ფა­ზა­ში იყო, ღა­ლა­ტის ამ­ბა­ვი ახა­ლი გა­გე­ბუ­ლი მქონ­და, მი­თხრა, ცუდი არ იქ­ნე­ბა, მე­ო­რე ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნოო. გან­ცდა მქონ­და, რომ მას უნ­დო­და გა­შო­რე­ბის შემ­დეგ მას­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან იმ მო­მენ­ტში ნი­კას ჩემ მი­მართ გრძნო­ბე­ბი არ ჰქონ­და და არც მე მქონ­და. უნ­დო­და, ისევ მორ­ჩი­ლე­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მისი ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა”,- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, დე­დამ­თი­ლის მიერ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის­თვის ნათ­ქვა­მი ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან გა­ი­გო­ნა.

“ნა­კე­ის­რალ ქალ­თან ერ­თად რომ წევ­ხარ, არ წუხ­დე­ბი? წა­მო­დი და ჩვენ­თან დარ­ჩიო, უთხრა”,- გა­ნა­ცხა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას ვი­ღაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, პო­ლი­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ დო­რო­ყაშ­ვილს კი­თხვით მი­მარ­თა.

“თქვენ გან­ცდა გქონ­დათ, რომ შე­საძ­ლოა, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გით­ვალ­თვა­ლებ­დათ. თქვენ ხომ არ უთ­ვალ­თვა­ლებ­დით ნი­კო­ლოზს, ან კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვის სამ­სა­ხურს ხომ არ მი­მარ­თეთ?” – იკი­თხა ად­ვო­კატ­მა, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უარ­ყო.

პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რო­რი ნა­თია გუ­რუ­ლი მოწ­მე ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხებს წერ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ ის ტე­ლე­ფონს არც კი გა­კა­რე­ბია და რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნულ­ზე მხა­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. ამას­თან, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნა, რომ მოწ­მე მისი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში იმ­ყო­ფე­ბა და არ უნა­ხავს, რომ მას ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ე­ხე­და და რამე წა­ე­კი­თხა.

თეგები: ნეკა დოროყაშვილინიკოლოზ ბასილაშვილისასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ახალი ამბები

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება

18:47 12-02-2025
თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved