• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭყონიას შეუძლია გააჩეროს მაკდონალდსი და თანამშრომლები ხალხს შეუერთდნენ, ეს გავრცელდება ვირუსულად…” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:17 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26,504

გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

“მთელმა ერმა უნდა გამოაცხადოს დაუმორჩილებლობა… ლექტორებმა და მასწავლებლებმა უნდა შეთანხმებულად შეწყვიტონ სასწავლო პროცესი… საჯარო სექტორმა სამსახურში სიარული… მერიებში, საკრებულოებში, სიპებში, აიპებში სიარული… (ყველას ერთად ვერ გაგათავისუფლებენ) უნდა მოხდეს სამინიტროების პიკეტირება (ძალის გადანაწილება)…
კოკაკოლა თავისუფლების სიმბოლოა და ასეთები აღარ კმარა… ვისაც თავისუფლება უნდა მოქმედებაზე გადავიდეს მაგ. Ჭყონიას შეუძლია რამდენიმე დღით გააჩეროს მაკდონალდსის მუშაობა და თანამშრომლებს მისცეს შესაძლებლობა ხალხს შეუერთდნენ, ეს მაგალითი იქნება სხვა კომპამიებისთვის და როგორც სპორტსმენებში მოხდა, გავრცელდება ვირუსულად…
სისტემა ბოლომდე გადასულია დაუნდობელ ძალადობაზე მაგ. Ქეთი დუმბაძე (რომელიც პასუხისმგებელია ამ მონსტრის შექმნაზე, იმედია ახლა იაზრებს ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას) თავად არის ძალადობის მსხვერპლი, საკუთარი პარტიის მხრიდან (ეს მას არ უთქვამს, ვერც იტყვის), 2018 წელს ასე ძალადობდა პარტია, ჩემს ახლობლებზე, არჩევნების დროს, გაიხსენეთ სკოლაში გარდაცვლილი მასწავლებელი…
საკუთარი პარტიის წევრები ჰყავს ბიძინას სრულ ტერორში, არის თემები რის გამოც ,,არას” ვერ იტყვიან, მათ უკან შვილები, ოჯახები დგას…
კი 37-ნი წლებია… ადამიანების სიცოცხლით და თავისუფლებით ხდება პარტიული ,,ერთიანობის” შენარჩუნება… არ ვუტრირებ საკუთარი პარტიის წევრებს სიცოცხლით და თავისუფლებით ევაჭრება პარტია 2016 წლიდან…
ახლა ვინც ქართულ ოცნებასთან რჩება მათ 70%-ს იცოდეთ რომ სიცოცხლის და თავისუფლების უფლებით აშანტაჟებენ (ვის ეპატიება და ვის არა, ამ სისტმემის შექმნა, ეგ ხვალინდელი დღეა და ყველამ ჩვენით გადავწყვითოთ, მე წლებია გამარჯობის და საქმიან აუცილებლობამდე დავიყვანე ყველა კავშირი რუსული ოცნების მომხრეებთან, შეუძლება ეგეც მეტი იყო) მთელი ეს 11 წელი ვცდილობდი მორალურ და თანმიმდევრულ პრიზმაში გამეტარებინა ყველა ამ ხელისუფლების მოწინააღდეგე… სამწუხაროდ ამის რესურსი ამოიწურა, აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ სად იყო გუშინ, რატომ წამოვიდა, რა მორალური ისტირია აქვს…
ახლა ვინც ბიძინას/რუსეთის წინააღმდეგ არის, საქართველოს მხარეს დგას და როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება მოკავშირეები, რა წარსული აქვს ამ ხალხს აღარ აქვს მნიშვნელობა (ამ მომენტში), ისტორიული არყოფნის საფრთხე გვიდგას (არ ვაჭარბებ, ასეთი რამ არასოდეს მითქვამს)… ამ მომენტში, ვის რა განწყობები გვაქვს სუბიექტებზე, აღარ აქვს მნიშვნელობა, ამ მომენტში სალომე ზურაბიშვილი იქნება, კვარაცხელია, თუ გუბაზ სანიკიძე სულ ერთია, ჩვენ სუბიექტებს, მე და თქვენ არა, საქართველოს სჭირდება მოკავშირე და ვინც საქართველოს მოკავშირეა, ჩემი მოკავშირეცაა ახლა…
არ გამოვიდა მორალური და ინტელექტუალური ნიშნით დახარისხება, ვინც მიცნობს ხედავს, რომ ამას ვცდილობდი… საეთოდ აღარაფერს აქვს ამ მომენტიდან მნიშვნელობა, ერი ვიყოფით ორ ნაწილად – რუსეთის და საქართველოს მომხრეებად… აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ სად იყო გუშინ (ეს ხვალ ვარკვიოთ) დღეს საქართველოს მხარეს ვინც დგას ჩვენი მოკავშირეა…
აღარც გუშინ რა ვქენით და ვერ ვქენით, იმას აქვს მნიშვნელობა… ეს არასოდეს მითქვამს, ვინც მენდობა და სჯერა ჩემი, გეუბნებით ახლა დგას საქართველოს არყოფნის საკითხი, 1921 წელს რა დროც ედგა საქართველოს, ეგ მომენტია… ვისაც შეუძლია აქციაზე ივლის, ვისაც შეუძლია ემიგრაციიდან იხმაურებს, ვინსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს სახლიდან… ვისაც რა ინსტრუმენტი და შესაძლებლობა აქვს უნდა შეეწინააღდეგოს რუსულ ხელისუფლებას… ჩვენი ხელისუფლება ლუსტრირებულად რუსულია, აღარაფერია გასარკვევი… ახლა ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს უნდა ვთხოვოთ, ვაიძულოთ დატოვონ საკრებულოები, მერიები, სხვა საჯარო სამსახურბი, პირდაპირ უნდა ვუთხრათ რომ გვრცხვენია, არ გვინდა მათი რუსეთთან თანამშრომლობა… დედები, დები, ცოლები სამხედროებს და პოლიციელებს თუ აიძულებთ სახლში დარჩნენ, ან ხალხის მხარეს დადგნენ ძალიან დაეხმარებით ქვეყანას…
ყველა საჯარო სამსახურში გატარებული წუთი, მათ შორის სახელმწიფო სიპებში და აიპში გატარებული ერთი წუთიც, რუსეთის სამსახურში ყოფნაა (მთელ საქართველოს ვერ გაათავისუფლებენ) ყველა ვივიწყებთ ჩვენს განწყობებს და წარმოდგენებს ერთმანეთზე, ვინც საქართველოს მხარეს არის, ჩვენს მხარეს არის… ვინ გვიყვარდეს, ვის ვცეთ პატივი, ვინ გვეზიზღებოდეს, ხვალ ამის არჩევანის საშუალება არ გვექნება, არ ვუტრირებ, რუსეთში, ჩეჩნეთში, კორეაში ინდივიდუალური სიყვარულის და ზიზღის საშუალება არ არსებობს… უნდა გავუფრთხილდეთ ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას, ჯებირებთან, სპეცრაზმთან, ბოტებთან და სხვა უამრავ უბედურებასთან ნუ გავხარჯავთ რესურსებს უმიზნოდ, კონკრეტულ და ერთიან სქემებზე ვკონცენტრირდეთ ფიზიკურად თუ სტრატეგიულად… გამძლეობას გისურვებთ… თქვენ ვერ იაზრებთ რისი მონაწილე ხართ – ამ გლობალური მონსტრების ეპოქაში, 4 მილიონიანი ერი, რომლის 60% ქვეყნიდან არის გაქცეული იცავს საკუთარ სახელმწიფის… არ ვიცი რამდენი ვიქნებით ერთად, მაქსიმუმ 500 000 და გაიაზრეთ ისტორიულ ჭრილში სად ხართ, რვა მილიარდიან საყაროში 500 000 ადამიანმა უნდა გადაარჩინოს/გადავარჩენთ ცივილიზაციას, რომელსაც ებრძვის ყველაზე ბოროტი და ყველაზე დიდი მონსტრი…
არ აქვს მნიშვნელობა ვის რისი გჯერათ წილხვედრილობის, სახეობათა სელექციის, რასის სულიერი მისიის, უცხო პლანეტელების, თუ მეორედ მოსვლის, რაღაც ძალებით ამაზე უარესი მდგომარეიბიდან გამოსულა საქართველო და ახლაც გამოვა, მხოლოდ ერთ რამეს სჭირდება გააზრება, რომ ამის პასუხისმგებლობა ყველა ჩენთაგანს გვეკისრება, ვისაც რა შეგვიძლია, ვისაც სადამდე მოგყვება ჯანმრთელობა, ინტელრქტი, ენერგია… გამძლეობას გისურვებთ! ჩვენი თავისუფლება გარდაუვალია…
Დღეს ვინც საქარველოს მხარეს ხართ, ბოდიში, თუ როდესმე რამე გაწყენინეთ და მადლობა ქვეყნის ერთგულებისთვის.”
თეგები: ხვიჩა ყალაბეგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved