• რეკლამა
  • კონტაქტი
05:43, ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭკუით მოიქეცი”, “ემოციები მოთოკე” – ირაკლი ბერაია ალეკო ელისაშვილს

ალია ავტორი - ალია
15:23 02-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,438

“ჭკუით მოიქეცი”, “ემოციები მოთოკე” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს ირაკლი ბერაიამ ალეკო ელისაშვილს. დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტისს სხდომაზე მოხდა.

ჩხუბი დაბლოკილი კანონპროექტის გამო დაიწყო. “ოცნებამ” დაიწუნა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინიციატივა, რომელიც ნდობის ჯგუფის მანდატის გაფართოებას ითვალისწინებდა, რომელიც სუს-ს ზედამხედველობას გაუწევს.

ბერაიამ სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ ეს პროექტი საინტერესო არ იყო და არ აპირებდა მასზე დროის დაკარგვას, რასაც დარბაზში მომენტალურად მოყვა პროტესტი.

ირკვევა, რომ “ოცნებამ” არც კი გაუგზავნა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტი.

რეგლამენტში რა წერია, რომ კომიტეტის წევრებს, რომ იციან, რომ ერთ საკითხზეა სხდომა, უნდა დაახვედრონ ასე უცბად და თათარიახლად უნდა განვიხილოთ? სერიოზულია ეს ამბავი? რა არის რეგლამენტში, რომ კომიტეტის წევრებს წინასწარ არ უნდა გაუგზავნო დოკუმენტი და არ უნდა წააკითხო და ასე დაახვედრო? ჩვენ რა ვქნათ, თავი გიქნიოთ, ირაკლი, რომ აბა, აბა, მართალი ხარ? რას მოვასწრებთ წაკითხვას? სათამაშოდ ვართ შეკრებილები თუ რაღაც აბსოლუტური ფორმალობა თუ არის ეს კომიტეტი, გვითხარით, რომ შენ ხარ მაშინ, დაარტყი იმას და უიმე, რა კარგად მოგვიყევი შინაარსი. მოგვეცი იმის საშუალება, რომ გადავიკითხოთ მაინც,“ – მიმართა ბერაიას ელისაშვილმა.

ნამდვილად არ მჭირდება ის, რომ ვიღაცამ თავი დამიქნიოს – არც მაქვს მოლოდინი და სურვილი. თქვენ თუ არ მოგწონთ და მიუღებელია ამ კომიტეტში ამ ფორმით მუშაობა, შეგიძლიათ, დატოვოთ ეს კომიტეტი, ეს არის თქვენი ნება და უფლებამოსილება. ხელს ნუ მიშლი, კორექტულად, სხდომის წაყვანაში მიშლი ხელს, დამშვიდდი, დაწყნარდი და ცოტა ჭკუით მოიქეცი, მოთოკე საკუთარი ემოციები,“ – უპასუხა ბერაიამ ელისაშვილს. 

tvpirveli.ge

თეგები: ალეკო ელისაშვილიირაკლი ბერაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ახალი ამბები

ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია

17:31 10-06-2026
არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved