• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა – 4 მაღაროელი 19 ივნისიდან შიმშილობს

ალია ავტორი - ალია
12:22 06-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მირაზა ლოლაძემ, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

მანამდე 19 ივნისს ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო ჭიათურის პროტესტის დაკავებული ლიდერების – მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, აჩიკო ჭუმბურიძისა და თენგო გველესიანის გათავისუფლებამდე.

როგორც ჯგუფში ” მაღაროელი” წერენ, მერაბ სარალიძემაც დაიწყო შიმშილობა ციხეში პროტესტის ნიშნად.

“ჩვენ, ვინც ამდენ ხანს ვიბრძოდით სამართლისთვის, მივატოვა ხელისუფლებამ, იმ სახელმწიფომ, რომლის ინტერესების დაცვასაც ვცდილობდით იმ საზოგადოებამ რომლის ინტერესებსაც ვაჟღერებდით ვაჟღერებთ და გავაჟღერებთ, მაგრამ ჩვენი რწმენა რჩება – საქართველოში, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე, უსამართლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს”, – წერენ ჯგუფში “მაღაროელი”.

ჭიათურის პროტესტის ლიდერები სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს და მათ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ. შემდგომში, 30 აპრილს, პროკურატურამ მათ ბრალი დაუმძიმა.

ორ მათგანს, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. დანარჩენ ორს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს, რომელთა უფლებებს კერძო ადვოკატები იცავენ, მხოლოდ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

შსს-ს განცხადებით, 28 აპრილს ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.ეს დაპირისპირება მოჰყვა პროტესტს, რომელიც ჭიათურაში 7 მარტის შემდეგ მიმდინარეობს. 

2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ – 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.

28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.

7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.

23 აპრილს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, CMC-ის განცხადებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.

ამის შემდეგ 24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. ერთგვერდიანი დოკუმენტი სულ 7 პუნქტისგან შედგება.

დოკუმენტში წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებულეი არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.

გარდა ამისა, მათ მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, თუ თავად არ გამოცხადდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, კომპანიის წარმომადგენლები პირადად მიაკითხავენ მათ.

ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:

  • შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
  • გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
  • როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
  • ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
  • მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
  • გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved