• რეკლამა
  • კონტაქტი
00:42, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტაქსის მძღოლი, მისთვის წინასწარ დაწერილი “გულამაჩუყებელი” ლეგენდით, ადვოკატმა ნაფიც მსაჯულების წინაშე გამოიყვანა “ეროვნულ გმირად – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:54 09-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი:

 

“ვიმეორებ – ჩვენ უკვე ვართ ომში ჩართული, ამას ემატება ჩვენი მენტალური გენოციდის და სულიერი ოკუპაციის მცდელობა. ამაში ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივი ძალები: პოლიტიკური, არასამთავრობო, მედია, ცალკეული ორგანიზაციები და დღეს უკვე, ნაფიც მსაჯულთა ერთი კონკრეტული შემადგენლობა.
არაერთხელ გვხდებოდა ტურისტული სეზონის დროს, ამა თუ იმ ბარსა თუ რესტორანში – გაათმაგებული ანგარიშები უწყინარ შეკვეთაში. დღეს ამ ნუსხას დარმატა “yandex”/ტაქსების მომსახურეობა, რომელმაც აეროპორტიდან თბილისის ცენტრში მიყვანილ ლატვიის და რუსეთის მოქალაქეებს, ნაცვლად ტარიფით დაფიქსირებული 23 ლარისა, სთხოვდა195 ლარის გადახდას, ხოლო უარის შემდეგ, ტაქსის მძღოლმა დაუბლოკა მანქანის კარები, გაიტაცა მგზავრები ვაზიანის მიმართულებით, ხოლო გზაში მგზავრების გათავისუფლებაში ითხოვდა 500 ლარის გადახდას.
მგზავრობის დროს, ლატვიელმა და რუსმა სტუმარმა მოახერხეს მანქანიდან გადმოხტომა, რა დროს მიიღეს სხეულის დაზიანება. აი ეს ტაქსის მძღოლი, მისთვის წინასწარ დაწერილი “გულამაჩუყებელი” ლეგენდით, ადვოკატმა ნაფიც მსაჯულების წინაშე გამოიყვანა “ეროვნულ გმირად”, რომელმაც “ოკუპანტ” მგზავრებს გზაში უკრაინული სიმღერები ჩაურთო და მისი შემდეგი მოქმედება – ამ “ოკუპანტ” რუსების პროტესტზე თავდასხმის მოგერიების ტოლფასი იყო თურმე. ამ ფეიკის, ფაქტების გაუკუღმართების და ცილისწამების წინაშე – “დანებდა” ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაც, რომელმაც რუსულ კომპანია “იანდექსში” მომუშავე “დაჩაგრული რუსოფობი” ტაქსისტი, უდანაშაულოდ სცნო…
ასეთი სამარცხვინო და წინასწარი სცენარით დაწერილი ფაქტები დღეიდან მხოლოდ იმატებს. ეს ყველაფერი საოცარ “შემთხვევით” თანხვედრაშია მოქცეული პუტინის ამასწინდელ განკარგულებასთან: “რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის თაობაზე”. ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე დღეს ინტერნეტში გამოჩდა ფეიკ-ნიუსი, სასტუმრო “ოკრიბა”-დან ორი ეკატერინბურგელი რუსი ტურისტის ძალით გამოსახლების შესახებ, მათი ეროვნული მიკუთვნილების გამო. დღეს – უკვე ამ ტაქსისტის “გმირად” გამოცხადების ისტორია, რომელმაც თბილისში “რუსი ოკუპანტები” დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი EU-ს მოქალაქე იყო.
ძალიან სურს ამ უსამშობლო მავნებელთა ლეგიონს, პუტინის რისხვა დაატეხონ საქართველოს თავს. მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა – ვერ ეღირსებით!!!”
თეგები: დავით ქართველიშვილისკანდალიტაქსის მძღოლი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved