• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული – ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამას დავწერდი” – კობა დავითაშვილი მძიმედ არის ავად

ალია ავტორი - ალია
18:48 07-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ყოფილი დეპუტატი, კობა დავითაშვილი, რომელიც დღეს იუბილარია, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს წერს და ამბობს, რომ სანამ ამას დაწერდა, ერთი სიკვდილი გაათავა. კობა გვთხოვს ყველას, მისი წერილი რაც შეიძლება მეტმა გავაზიაროთ, რომ ადრესატამდე მივიდეს.

“ალია” მის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“მეგობრებო გთხოვთ ჯერ ბოლომდე წაიკითხოთ ეს პოსტი და მერე აკომენტაროთ. რადგანაც ზოგი კომენტარი მის შინაარსს არ შეესაბამება.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი.

ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის.

საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ ,,რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას.

ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული.

მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს.

მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმწიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით).

მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?

ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს.”

თეგები: გიორგი გახარიაეკატერინე ტიკარაძეკობა დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved