რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მსჯელობს, თუმცა ამისთვის ორივე მხარის თანხმობაა საჭირო.:
„ჩვენ ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა, ტანგოსთვის ორია საჭირო და თუ დუეტის ერთ მონაწილეს ეჭვი ეპარება, ძალდატანება არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული,“ – განაცხადა კარასინმა.
კომენტარები