აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ Anadolu წერს.
მიწისძვრის ეპიცენტრი იუძინის დასახლებიდან აღმოსავლეთით, 96 კილომეტრის მოშორებით, მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
კომენტარები