ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შსს ვაჟა გაფრინდაშვილს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა.
			


















