• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტაძრებიდან წამოსულ ათასობით ადამიანს მათთან მივიყვანდი – არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებელი”

ალია ავტორი - ალია
18:25 10-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

მწერალი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გუშინ, გზაზე მიმავალმა, რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასვლელთან, მოხუცი მოწყალების მთხოვნელი ქალი შევნიშნე. ეგ ვერ გვიკვირს. არც სევდიანი, მიწის ფსკერამდე დახრილი თვალებია ახალი. არც ხელები, დამჭკნარი და ოდნავ მთრთოლვარე. უხეირო პოეზიია ეს აღწერა, მაგრამ ხან სიტყვები ყავარჯნებით მიდიან სინამდვილესთან, იმდენად დიდი და სასტიკია სინამდვილე. ახალი კი, ახალი მილეულ სახეზე ნიკაპამდე ჩამოვარდნილი პირბადე იყო.

არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებლად სევდიანი – დანებების ამაზე უფრო ცხადი საზარელი სურათი. ის პატარა ჭიქაც სხვათაშორის იდო. მისი თვალები ვერ დავინახე, მიწას ეყრდნობოდა, მაგრამ რომ დამენახა, ის თვალები მეტყოდნენ მხოლოდ ერთს – არა ,,დამეხმარე”, ,,ბავშვი მყავს ავად”, ,,ფულს ვაგროვებ წამლებისთვის” – არამედ “სულერთია”!

და ეს არის ყველაზე საშინელი პასუხი და ყველაზე ზუსტი განაჩენი ჩემთვის და თქვენთვის. ვისაც დრო და სურვილი მიგიწვდებათ – გაირეთ. დღესაც იქ იჯდება. მე რომ ამის ძალა მქონდეს, ყველა დღესასწაულს ამ ამ მოხუც ბებიებთან რიგებად ვაქცევდი – ტაძრებიდან წამოსულ ათასობით ადამიანს, მათთან მივიყვანდი. შეიძლება ამიტომაც არ მაქვს ამის ძალა. სვეტიცხოვლობას გილოცავთ!”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved