სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის გალავანს ულამაზესი სამრეკლო ამშვენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მძიმე ხვედრი და ის, თუ როგორ აღადგინეს 200 წლის შემდეგ.
საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსი ეგზარქოსების უდიერმა დამოკიდებულებამ სვეტიცხოველზე თავისი შედეგი გამოიღო. 1826 წლის 1 მაისს მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო სრულად ჩამოიქცა.
ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, რასაც ტრაგედია მოჰყვა.
მას შემდეგ სვეტიცხოველს სამრეკლო არ ჰქონია.
200 წლის შემდეგ,, 2004 წელს, ის მამუკა ხაზარაძის ძალისხმევით აღადგინეს, ისევე როგორც სვეტიცხოვლის საკურთხევლის იატაკი.
კომენტარები