ლაშა ბაქრაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სვეტიცხოვლობას სვეტიცხოველში რომ მიხვალთ ფრესკებს დააკვირდით. ბევრი აღარაა შემორჩენილი.
ამ ფრესკებზე კი ამ გემებს.
სულ რომ გვიჩიჩინებენ საქართველოს ზღვასთან ურთიერთობა არ ჰქონდა და ბევრი ამას იმეორებს – ეს გემები რაღააა?
თან აშკარად ქართული დროშებით წითელზე ოქროსფერი ჯვრით.
დიდი გემი, ჩემი აზრით, გალეონია – საომარი ტარანით (Naval ram, Rammsporn, Éperon, Espolón, Rostro).
ვინმეს რამე დაუწერია რა ტიპის გემებია? (ქალბატონი მანანა გაბაშვილის მშვენიერ სტატიას ვიცნობ)
ფოტო: მირიან კილაძე
ასეთი ხარისხით ეს ფრესკა ინტერნეტში აქამდე არ იყო. ისე ინფორმაციისთვის.”
კომენტარები