• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სუსტია პროტესტი”; “არ გამოჩნდა ლიდერი “მიშა2” – გრიგოლია და ცისკარიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:27 10-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,767

“ენმ”–ის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, “ტვ პირველთან”, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს:

ინგა გრიგოლია:

–ჩემთვის გამაოგნებელია, ნიკა გვარამია როგორ ჩარჩა ციხეში, მაოგნებს, გულწრფელად, რანაირად შევეგუეთ იმას, რომ ოპოზიციური არხის მთავარი მედია მენჯერი ციხეში გაუშვა ქართულმა ოცნებამ კერძო კომპანიის ავტომანქანით სარგებლობის გამო და ამას შევეგუეთ.

პეტრე ცისკარიშვილი:

–არ ვიცი, შეეგუა რამდენად სწორი კითხვაა. ჩვენ ყოველთვის მოვითხოვთ ნიკას თავისუფლებას, ნიშა და ნიკა არიან პოლიტპატიმრები. ავტორიტარული რეჟიმის ხასიათი ასეთია, პოლიტიკურ პატიმრებს ის ციხეში კეტავს. სასამართლოებს რასაც დაურეკავენ და დაავალებენ იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ინგა გრიგოლია:

–მოდი, დავაკონკრეტებ, რას ვგულისმხობ, როცა ვამბობ, რომ გაოგნებული ვარ, როგორ შევეგუეთ. ეს ვიცით, რომ სასამართლო კლანი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებს, მაგრამ გამაოგნებელია რომ კაცი მანქანით სარგებლობის გამო გაუშვეს ციხეში და მოდი, ვაღიაროთ, ვერც ოპოზიციამ, ვერც საზოგადოებამ, ვერაფერი ვერ გააკეთა იმისთვის, რომ მედიამენეჯერი არ იჯდეს დღეს ციხეში. როცა დასუსტებულ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ეს მაქვს პირველ რიგში მხედველობაში. ხვალ შეიძლება ნებისმიერს მოგვკიდონ ხელი და დაგვაბრალონ, რომ მეზობლის ბავშვებს ჭამენ, ან რაღაც მოიპარა. გამაოგნებელია, როგორ შევეგუეთ ამას. სუსტია პროტესტი, ოპოზიციაც აღარ აღმოჩნდა ქმედითი.

პეტრე ცისკარიშვილი:

–განყენებული სუბიექტი ხომ არ არის ოოზიცია – ხალხი, ჩვენ, ყველანი ერთად ვართ, ამ ქვეყნაში 50 პროცენტზე მეტი ვართ ოპოზიცია. სისუსტის აღქმა რომ გაქვთ, რომ 100 ათასი კაცი არ აზანზარებს რუსთაველის გამზირს, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ იდეების ნაკლებობაა. ერთი დიდი იდეოლოგიური ღერძის გარშემო გაერთიანება ვერ მოხდა და არც ისეთი ლიდერი გამოჩნდა, როგორცი 2003 წელს მიშა იყო და ეწ. ოპოზიციის კონსოლიდაციას მოახდენდა, ანუ ასობით ათასი თუ არა მილიონზე მეტი ადამიანის. აი, მაშინ იქნებოდა ოპოზიცია ძლიერი. რახან არ გამოიკვეთა “მიშა2”, მაშინ ლიდერშიპი უნდა იყოს გაერთიანება, ყველა ოპოზიციური პარტია უნდ დადგეს ერთად იდელოგიური საკითხების გარშემო, ევროპაში ინტეგრაციის გარშემო…

ინგა გრიგოლია:

–ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს მარტო ნაციონალურ მოძრაობას. დღის წესრიგი არის მიშას გამოხსნაო, რომ მეუბნებით, თქვენ იმ პარტიის გენერალური მდივანი ხართ, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ეს არჩევნების შედეგების მიხედვით და სულ რომ არ დადგნენ სხვა ოპოზიციური პარტიები თქვენ გვერდით, თქვენი ძალისხმევა უფრო მეტი ხომ არ უნდა იყოს?

პეტრე ცისკარიშვილი:

–ნახევარი მილიონი ამომრჩეველი რომ გვყავს, ერთი მაგდენი სახლში რჩება, ჩვენ მხარდამჭერი, მილიონამდე გვყავს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამას სჭირდება სწორი მესიჯის მიტანა, არჩევნებზე იმიტომ გაძლევს ხმას, რომ ოპოზიციურად განწყობილია. თუ გვექნება ერთიანი იდეა ეს ხალხი მოვა, გნებავთ რუსთაველზე… რწმენა უნდა ჰქონდეს ადამიანს.

ინგა გრიგოლია:

–ერთიანი იდეა საჭიროაო და ამ პარტიის ლიდერი ციხეში რომ ზის, მეტი რა შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის. კარგი, გასაგებია თქვენი პასუხი. მაშინ, მიპასუხეთ, თუ ოცნება შეასრულებს დაპირებას, ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს, მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება.

პეტრე ცისკარიშვილი:

– 2027–მდე სააკაშვილი იქ ნამდვილად არ ისჯება.

ინგა გრიგოლია:

–რა იცი?

პეტრე ცისკარიშვილი:

–ჩემი სურვილია მიშა იყოს თავისუფლებაზე. მძიმეა მისი ჯანმთელობის მდგომარეობა, მაგრამ ამ ფაქტის მიღმა, ხომ არ გვავიწყდება, რომ პოლიტპატიმარია, ამ მართლმსაჯულების მიერაა ციხეში  ახლა საზღვრის კვეთას ედავებიან… წლის ბოლომდე სტრასბურგიდან მოვა გადაწყვეტილებები, იციან და ახლა უნდათ საზღვრის კვეთაზე ჰქონდეს ბრალი…

ინგა გრიგოლია:

–დაანონსებული იყო ცხელი შემოდგომა, ვადამდელი არჩევნები, აი, ახლა ნახეთ რა მოხდება და რა მოხდება? არც არაფერი.

თეგები: ინგა გრიგოლიამიხეილ სააკაშვილინიკა გვარამიაპეტრე ცისკარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved