• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუსი უცხოელ დიპლომატებს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც უსმენდა

ალია ავტორი - ალია
22:58 09-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.

ყველა ეს საუბარი უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც მოხვდა ფაილებში.

ფაილებში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან. 

“[08.10.20, 13:28:57]: მიღებული ინფორმაციით, მ.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწე, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში სამღვდელოებასთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი, მისი ინფორმაციით შეხვედრაზე მიდის მხოლოდ რამდენიმე ელჩი, ამიტომ თავად გეგმავს, რომ შეხვედრას დაესწროს მხოლოდ ნახევარი საათი, შემდეგ მოიმიზეზებს მნიშვნელოვან საქმეს და წამოვა”.

გარდა ამისა, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. მასალის მიხედვით, გასული წლის მარტში კარლ ჰარცელი და მისი თანამშრომელი განიხილავენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ელჩის თანაშემწე, რომელიც კრებსებში ფიგურირებს, ფორმულასთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ელჩს ამის შესახებ შეატყობინებს.  

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ფაილებში იძებნება რან გიდორისა და პროტოპრესვიტერის განხილვები, რომელიც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა.

“[30.12.20, 19:11:21]: […] პროტოპრესვიტერი დაუკავშირდა უშუალოდ ელჩს და დეტალურად უამბო ი.გამრეკელთან შემდგარი საუბრის დეტალები. აღნიშნულთან დაკავშირებით რ.გიდორმა განაცხადა – “მამაო მე ბავშვი არ ვარ, წლებია დიპლომატი ვარ, დეტალურად გავეცანი მიტროპოლიტის ქადაგებას, სადაც ნათლად ჩანს ანტისემიტიზმის გამოვლინება, მე ველოდი, რომ ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ მსგავსი არაფერი უხსენებია, მე არჩევანი არ მაქვს და ვაპირებ მომხდარის შესახებ საკმაოდ კრიტიკული წერილის გამოქვეყნებას, სადაც ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკლესია და სახელმწიფო არ გმობენ ი.გამრეკელის ქმედებას”. გ.ზვიადაძემ საუბრისას ელჩის და ებრაელი ხალხის მიმართ გამოხატა პატივისცემა, სთხოვა წერილის გამოქვეყნებისგან დროებით თავის შეკავება და შესთავაზა მ/წ 31 დეკემბერს 14:00 საათისთვის პატრიარქთან შეხვედრა, რაზეც ელჩმა განაცხადა თანხმობა”.

საელჩოს თანამშრომლის საუბარი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან, რომელსაც აცნობა, რომ ელჩს მასთან შეხვედრა სურს. 

გარდა ამისა, მოყვანილია აღნიშნული თანამშრომლისა და სავარაუდოდ ელჩის მძღოლის საუბარი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში შედგა. 

ფაილში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.

წყარო – ფორმულა

თეგები: ევროკავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved