“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
იცოდით, რომ დიფსტეიტი გვისაზღვრავს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციას, თან სრულიად უფასოდ?
აი მინისტრის მოადგილე გაბისონიამ პირადად ჩაწერა “უმაღლესი განათლების კანონში” ცვლილებების შეტანის კანონპროექტში, არ დაგვეხარჯება ფული ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის შექმნაში, სამინისტრო ჩართულია ერაზმუსის პროექტშიო და ეგ ეკონომიკურად და ეროვნულად დაქცეულები დაგვიგეგმავენო
ჰკითხეთ ერთი, რატომ არ ამბობს, რომ ერაზმუსი აწი აღარ ჩართავს მსგავს პროექტებში სამინისტროს?
ისიც ჰკითხეთ, ახლა გახდა უცხოელი კონსულტანტი დასაფასებელი? ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციაში ტოლერანტობა და გენდერული თანასწორობა რომ ჩაგვიწერონ, სად წავიდეთ მერე?
სუსი, გძინავს? ასეთი დიფსტეიტობები უნდა იდებოდეს პარლამენტის გვერდზე?
აქვე ჩავამატებ – განათლებაზე წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, რომ გეგონოს, ამ პროექტის შედეგად ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფცია გექნება – ამხელა სამინისტრო ონლაინ მოდულს და ონლაინ უნივერსიტეტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს.
“PROmoting High-quality DIgital education in GEorgia (PRODIGE) fosters the deployment of quality digital education in 10 Georgian Higher Education Institutions through staff and faculty capacity-building trainings, the creation of dedicated resource centers supported by a digital education plan in each institution, and the launch of online modules. The Ministry of Education and National Agency for Quality accompany this deployment with QA reforms and legal framework.”















კომენტარები