“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურა ჯაფარიძე გზის სავალი ნაწილის გადაკეტისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. მანამდე კი ჯაფარიძე სუს-ის შენობიდან მანქანიანად საჯარიმოზე გადაიყვანეს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ჯაფარიძის თქმით, პოლიციელებმა განუმარტეს, რომ გარდა ჯარიმისა, საქმე დაუმორჩილებლობის მუხლითაც დაიწყო.
დამაჯარიმეს 200 ლარით, სავალი ნაწილის გადაკეტისთვის თუ რაღაც ეგეთი. გარდა ამისა 173-ე მუხლითაა საქმე აღძრული დაუმორჩილებლობაზეო, ოღონდ რას არ დავემორჩილე, არ ვიცი იმიტომ, რომ არ გამიგია მათი არანაირი ბრძანება მანქანაში ვიჯექი და მანქანა არის გადაყვანილი საჯარიმოზე და ამაზე იქნება ალბათ გადასახდელი კიდევ”, – თქვა ჯაფარიძემ.
კომენტარები