სუს-მა ის ნივთიერება დაასახელა, რომელიც მათი მტკიცებით, აქციაზე ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს – უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია, რომლის გამხსენლადაც პრომილენ გლიკოლის ხსნარი გამოიყენეს.
სუს-ში ამბობენ, რომ არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კეტეგორიას.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ებრაული კომპანიისგან არის შეძენილი 2007 წელს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“, რაზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
გარდა ამისა, სუს-ში ითქვა, რომ გდდ-ს დეპარტამენტიდან ამოღებულია ასევე კიდევ ორი ნივთიერება: ტრიქლორეთილენი და პროპილელ გლიკოლი.
უწყებაში ამბობენ, რომ BBC-ს რეპორტაჟის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სულ 93 პირი გამოკითხეს, მათ შორის შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.














კომენტარები