გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას ეხმაურება რუსული მედია, სადაც აცხადებენ, რომ ეს მოგონილი ამბავია. „გიორგი გაბუნიას სურს, აღდგეს ფერფლიდან და ამის გამო მისი შეკვეთილი მკვლელობის ამბავი მოიგონეს“ – ამის შესახებ კომსომოლსკაია პრავდას ინტერვიუში განუცხადა ვინმე ქართველმა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა, ლევან კახიძემ.
გერმანული გამოცემა, DEUTSCHE WELLE-ც გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საკითხს. სტატიაში წერია, რომ ჟურნალისტის მკვლელობა რუსეთის ფედერაციაში დაიგეგმა, თუმცა სპეციალური ძალოვანი უწყებების ოპერატიული მოქმედებისა და დაზვერვითი საქმიანობის წარმატებულად განხორციელების შედეგად, მკვლელობის პრევენცირება მოხდა.
გერმანულ მედიაში აცხადებენ აგრეთვე, რომ მკვლელობის დამკვეთი გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზადნ კადიროვი იყოს.
ნიუპოსტი
კომენტარები