პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა:
„ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ ჩავუღრმავდები… სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღებისთვის. მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა ბოლომდე მიიყვანოს. ამას წინ უსწრებდა ერთმანეთთან საუბარი. ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერების თვალსაზრისით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.











კომენტარები