• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუროგატი დედის გაჩენილი ბავშვი ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა

ალია ავტორი - ალია
18:42 05-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

ჩინეთიდან საქართველოში ცოლ-ქმარი გასულ წელს ჩამოფრინდა. ხუთი წელი ქორწინებაში იყვნენ, მაგრამ შვილი არ შეეძინათ.

წყვილმა სუროგატი დედა საქართველოში მოძებნა და ერთ-ერთი სუროგაციის ცენტრის დახმარებით, პატარა ბიჭის მშობლები გახდნენ. ახლა, ის ოთხი თვისაა.

ამ ისტორიაში განსკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ სანამ პატარა ამ ქვეყანას მოევლინებოდა, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მოხდა, დედა ჩინეთში დაბრუნდა, მეუღლესა და არდაბადებულ ჩვილზე უარი თქვა…

საქართველოში მამა დარჩა, ნანატრი შვილის მოლოდინის დღეები მარტოობაში გაატარა, პატარა ჯანმრთელია და ახლა, მას ძიძა ზრდის.

საქართველოში იქამდე დარჩებიან, სანამ საერთაშორისო ფრენები არ დაინიშნება. პანდემიის გამო, მამა-შვილი აქ დარჩა…

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ მედიატორს ესაუბრა, რომლის დახმარებით პატარას სუროგატი დედის შერჩევა საქართველოში მოხდა.

„ჩინეთში სუროგაცია ძვირია და მკაცრად რეგულირებული.

ამიტომ, ახალგაზრდა წყვილი სუროგატ დედას სხვა ქვეყანაში ეძებდნენ. მანამდე, სხვა ჩინელი წყვილი გვყავდა აქ ჩამოყვანილი და მათი რეკომენდაციით ესენიც ჩამოვიდნენ.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ფეხმძიმე სუროგატ ქალზე ცოლ-ქმარი განსაკუთრებულად ზრუნავდა.

მერე კონფლიქტი მოხდა მათ შორის და დედა წავიდა. ამ ამბიდან ორ თვეში ეს პატარაც მოევლინა ქვეყანას. ჯანმრთელი და არაჩვეულებრივი ბავშვია.

მის მომავალზე რომ დავფიქრდები ხოლმე ძალიან ვღელავ, მეცოდება. ჯერ ძლივს მოევლინა ამ ქვეყანას და მერე, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი დედამ უარყო.

საბედნიეროდ, მამა ძალიან კარგად ზრუნავს, არაფერს აკლებს. საუკეთესო რაც არის, უკვე ყველაფერი აქვს ამ პატარას.

მას ძიძა აუყვანეს და ის ზრდის, ცივ ნიავს არ აკარებენ. საქართველოში ძიძის დაქირავება თუ 500-600 ლარია.

იმის გამო, რომ მის შვილს არაფერი გაუჭირდეს, ორი ქალი უვლის – თითოეულს 1000-1000 ლარს უხდის და საჩუქრებით ავსებს.

როცა ბავშვი დაიბადა, მამამისი სამშობიაროდან ქუჩაში გავიდა და ორ უბანში რამდენი მოწყალების მთხოვნელი ბავშვი და მოხუციც ნახა, ყველას მატერიალურად დაეხმარა.

მითხრა, უფლის მადლიერი ვარ ჩემთვის შვილის ჩუქების გამო და კვირაში ერთ დღეს, ყველას დავეხმარები, ვინც შემხვდებაო…

ცოტა გულის სტკივა – ქართველები ეზოში ან სკვერებში რომ გვხედავენ, დახედავენ ეტლში მწოლიარე ბავშვს და პატარა კორონაო, ამბობენ.

უკვირს ჩვენი სიცივე და უზრდელობა, მაგრამ საქართველომ ბიჭი მაჩუქაო თან აყოლებს და მადლიერ მზერაში, დიდი სითბო მოჩანს…

რომ, არა კორონავირუსი, მამა-შვილი საქართველოს უკვე დატოვებდა,

მაგრამ თავს დატეხილმა პანდემიამ მათი გეგმებიც შეცვალა და ასე, იძულებით შემორჩნენ საქართველოს.

როცა გადაადგილება აიკრძალა, კომენდანტის საათამდე თავისი შვილი რომ ენახა ხოლმე, ფეხით ქალაქის ერთი ბოლოდან, მეორეში მიდიოდა ყოველდღიურად, საოცარი კაცია.

მისი შემხედვარე ვრწმუნები, რომ ძალიან კეთილ საქმეს ვემსახურები.

როგორ შეიძლება, ასეთ მზრუნველს შვილი არ ჰყავდეს,

როგორი უსამართლოა, როცა ნაგვის ურნაში ყრიან ქვის გულის მქონე ადამიანები შვილს და ასეთებს, დიდი ბრძოლის ფასად უჯდებათ მშობლის სტატუსის მოპოვება.

ამ მამა-შვილთან არასოდეს გავწყვეტ კონტაქტს, როცა ჩინეთში დაბრუნდებიან, აუცილებლად დავეკონტაქტები ხოლმე და მოვიკითხავ მათ.

primetime.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved