ოჯახური ძალადობის მორიგი მსხვერპლი ქალი – სურამში 30-წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა. ინფორმაციას “რეგიონული კვირა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულს მრავლობითი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს., რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კომენტარები