• რეკლამა
  • კონტაქტი
00:36, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სურამის შემდეგ მეწყერული პროცესები ქვიშხეთშიც განვითარდა

ალია ავტორი - ალია
18:27 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
423

რადიო თავისუფლების ცნობით, დაბა სურამის შემდეგ, მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. მთიდან წამოსულმა მიწის მასამ სუთიაშვილების უბანში, საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია. ორი ოჯახი უკვე ევაკუირებულია.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 თებერვალს, ღამის 11 საათზე დაიწყო. დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მიმდებარე მთის ფერდობიდან მიწის მასა სახლებისკენ დაიძრა. ტალახმა, ქვა-ღორღმა და ხეების ფრაგმენტებმა გურამიშვილის ქუჩამდე მიაღწია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წუხელ უსაფრთხო ადგილზე, 40 ოჯახის გაყვანა მოხდა.

10 ევაკუირებული ოჯახი სასტუმროში განათავსეს. დანარჩენები კი ნათესავებმა შეიფარეს.

დილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტში მუშაობენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათ მოინახულეს მეწყერსაშიში ადგილები, ის ფერდობი საიდანაც მიწის მასა წამოვიდა. ახლა მათ დასკვნაზეა დამოკიდებული მოახერხებენ, თუ არა ადგილობრივი მცხოვრებლები სახლებში დაბრუნებას.

„რაც მთავარია წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა. მიწის მასა შეჩერებულია და აღარ მოძრაობს. გეოლოგები არიან ჩამოსული და ადგილზე მუშაობენ და რასაც გვეტყვიან, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ წუხელ აქ მცხოვრებლების ევაკუაცია განვახორციელეთ და ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან.“ – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

სურამელების ინფორმაციით ზინდისის დასახლებაში მეწყრული პროცესები 2007 წლის შემდეგ დაიწყო. მაშინ ადგილზე სპეციალისტებიც იყვნენ ჩასული. ტერიტორიის ნაწილი ე.წ წითელ ზონად გამოცხადდა, თუმცა, არაფერი შეცვლილა.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved