• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სულელური მოთხოვნები… ძალიან ბევრი იდიოტები არიან, მავნებლებიც” – გახარია ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე

ალია ავტორი - ალია
23:20 10-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,545

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველთან ამბობს, რომ “პრეზიდენტთან კარგი კომუნიკაცია აქვთ მას და მის გუნდს და ენდობიან.” თუმცა, ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე (რომელიც პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე გაჟღერდა), ამბობს:

ასეთი სულელური მოთხოვნების გაჟღერებას, რომ საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ ჩავატაროთ არჩევნები, ასეთ საჩუქარს ვინც უკეთებს ოცნებას, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან. იმის მაგივრად, რომ მოითხოვო ინფორმაცია, რა მოხდა ამ არჩევნებზე, ან მოითხოვო ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება, გამოდიხარ და იძახი საერთაშორისო, უცხოელი ადმინისტრაციის ქვეშ ჩატარდეს, ოცნება დასცინებს და ნაწილობრივ სწორიც იქნება, იდიოტი ხომ არ უნდა იყო? სხვისი იურიდიქციის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს, იცით რამდენი დრო სჭირდება? ამას კანონი სჭირდება, ბაზა სჭირდება, რაღაცა გონიერება ხომ უნდა იყოს?

დაანებეთ ამ პარტიებს თავი რა, ძალიან ბევრი იდიოტები არიან, მავნებლებიც არიან, ცდილობენ დრო გაჭიმონ. ჩვენ, მოქალაქეებს გვაინტერესებს, ჩემი პირადობის მოწმობით, სადმე სხვაგან მისცა კიდევ ვინმემ ხმა?

საბოლოო ჯამში, ყველა დარღვევა, პირადობების გაყალბება, კარუსელი, კომისიის წევრები – იწვევს ხმის მიცემის პროცესში არაარსებული ადამიანების გაჩენას. ეს ყველაფერი ბაზებში არის ასახული. თუ ოცნება წვდომას არ მოგვცემს ბაზაზე, ადასტურებს, რომ ჩვენი ეჭვი დასაბუთებულია. მეტიც, ოცნებამ ეს თუ გააკეთა 1 კვირის შემდეგ, არანაირი აზრი არ აქვს, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებში. 

თუ ეს არ გაკეთდა, უკვე უნდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უნდა მივუტანოთ მანუპულაციის შემთხვევები და ასეთი ბევრია და უნდა მოვითხოვოთ კონკრეტულ ოლქებში არჩევნების თავიდან ჩატარება, ან მთლიანად არჩევნების თავიდან ჩატარება. ოღონდ, ეს ძალიან რთული გზაა, ეს ხომ არ გგონიათ ერთ თვეში დალაგდება? 

ოცნება ეცდება შეგვიყვანოს რუტინაში, გაწელოს დრო, თქვას მერე, აგერ ვერ დაასაბუთეს – მეორეს მხრივ, არის მარტივი მექანიზმი, ადამიანი შედის ბაზაში და ნახულობს.

დროს ვკარგავთ! რას ხლართავს და რა შესწორებები შეაქვს და როგორ ალამაზებს ამ ბაზებს ოცნება, კაცმა არ იცის. სანამ არ არის წაშლილი, სანამ არსებობს ბაზები – დაიდოს. 

არსებობს არჩევნების შედეგები – ამის პირველი შედეგი იქნება პარლამენტი, მეორე – მთავრობა, ჩვენი პარტნიორები, ან აღიარებენ რომ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და მაშინ, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს, მაგალითად, ვერ დაამტკიცა ოპოზიციამ, მაშინ დამტკიცდება მთავრობა. თუ საერთაშორისო პარტნიორებმა ხელი ჩამოართვეს და მათთან მუშაობა დაიწყეს – აღიარებულია. სანამ ლეგიტიმაცია არის ჩამოკიდებული – რუტინაში არ უნდა წავიდეთ, დრო არ უნდა დავკარგოთ. 

ოპოზიციის 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved