• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სულ უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი და კარი იხურება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:45 12-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, შეთანხმების მიღწევისკენ გზა მოჭრა როგორც “ქართულმა ოცნებამ”, ისე ოპოზიციამ.

ელისაშვილი უარყოფითად აფასებს “ქართული ოცნების” ინიციატივას პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და გარკვეული პოლიტიკური ძალისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ; ამასთან, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების პროცესს ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმა და პარტიული სიების ჩახსნაც აზიანებს. 

“სულ უფრო მცირდება მოლაპარაკების შანსი და ის კარი სულ უფრო იხურება როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაზე შანტაჟის ენით ლაპარაკობს “ქართული ოცნება” და კობახიძე, და, მეორეს მხრივ, ოპოზიცია თან იძახის, რომ მოლაპარაკებები მინდაო და თან სიებს აუქმებს და მანდატებს ხევს, რაც შეურაცხმყოფელია ხალხისთვისაც და ელჩებისთვისაც, რომლებმაც ამაში უზარმაზარი შრომა ჩადეს. სულ უფრო ცოტა შესაძლებლობა რჩება, რომ შევთანხმდეთ,”-განაცხადა მან. 

მოლაპარაკების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩიაც, თუმცა, იმედოვნებს, რომ გარკვეული შანსი მაინც არსებობს. 

“არ ვიცი, რომ გითხრათ, წარმატების იმედი უნდა მქონდეს თუ არა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აშანტაჟებს მაგიდასთან მსხდომ პოლიტიკურ პარტიებს და დაშლით ემუქრება, მაგრამ მჯერა, რომ შეიძლება გამოფხიზლების შანსი არსებობდეს. როდესაც დავინახავთ, რომ უპატივცემულოდ ვიქცევით ერთადერთ ინსტიტუციასთან, ერთადერთ ადამიანთან, რომელიც ამ ქვეყანაში ნდობით სარგებლობს და თუ რამე გაგვიჭირდება, იქ უნდა მივირბინოთ, მგონია, რომ შეიძლება ამას მივხვდეთ. ამის მიხვედრის პოტენციალი რომ ჰქონდეს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, არ გამოვრიცხავ,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის
ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხოლოდ არქელი პატარებისთვის

18:24 06-01-2026
​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved