• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სულ ორი – მე და დედაჩემი” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
01:47 03-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“რაც თავი მახსოვს და კითხვა ვიცი: დედაჩემი წერილებს მწერდა. აი, ისე, როგორც სადღაც ვლადივოსტკოში, ჯარში წასულ შვილებს წერდნენ. ისე, მაგრამ არა ისეთს. იწყებოდა კონკრეტული ამბით – ,,ქათმები შუუშვი საკარიაში’’ და გრძელდებოდა ზოგადით – ,,რამე შუუშვი თავში, ნახე, გივიეს ბაღნები რაფერი მაცადინები არიენ, შენ ბურთს დაზდევ მთელი დღეი და მოგვსპე ცოცხლათ ამ ნაკლეიკების თამაშით’’. ეს წერილები ყველგან იდო, კართან – ,,ფეხზე გეიწმინდე’’, ფანჯარასთან – ,,პაწაზე ღიათაც არ დატიო, წყალი შემუუარს’’ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განა გაბუტული იყო სულ. თუმცა მაინც. მერე აქეთ, ავტობუსის მძღოლს ატანდა უზარმაზრ ეპისტოლეებს. ქაღალდებში გახვეული მჭადი, ყველი და ქათამი ერთობლივი ძალით ნაწერს აზიანებდნენ და წერილი ნამარხში აღმოჩენილ პალიმფსესტს ჰგავდა.

მოკლედ, ახლაც იგივე გრძელდება. სადმე საქმეზე მყოფი, ოზურგეთში, სახლში გვიან შევირბენ და მათ შორის აი, ეს წერილი მხვდება აივანზე და შემდეგ უკვე სხვა წერილები მიყვებიან ქვევით საფეხურ-საფეხურ კიბეს. ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია უცებ – წლების და წუთების, სადღაც უკან, ლამფიან და მოღლილ ღუმელიან საღამოების წაკითხვა და მით უფრო გრძელია ეს ერთი ხაზი, მით ღრმა, რაც ცოტანი ვრჩებით. ცოტა რა – სულ ორი – მე და დედაჩემი.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved