• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სულ მცირე ორი დღით ადრე შეიძლებოდა ტრაგედიის პროგნოზირება და ხალხის ევაკუაცია” – ბექა კობახიძე-

ალია ავტორი - ალია
20:12 08-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,253
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
კითხვა “წინასწარ პროგნოზირება არ შეიძლებოდა”-სთან დაკავშირებით.
ადგილობრივები ამბობენ რომ მდინარე ორი დღით გაჩერდა, კალაპოტი დაცარიელდა. ეს მაშინ, როდესაც მყინვარები დნება და წვიმებიც იყო.
იქვე იყო მოსაზრება, რომ ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარის დაგუბება გამოიწვია, შემდეგ ეს დაგუბებული ერთიანად მოწყდა და გამოიწვია ეს ტრაგედია.
ამ ორ ამბავს ვიზუალურად ადასტურებს ის რაც ვნახეთ: მდინარის კალაპოტი ცარიელი იყო და უცებ, თითქოს არსაიდან, წყლის, შლამის, ხეების და ყველაფერი უბედურების მასა ერთად მოვარდა, ის რკინის ხიდიც წაიღო, რაც ვნახეთ, და წაიღო მთელი შოვიც.
თუ ზემოხსენებული ჩვენებები მართალი არ არის, მაშინ საიდან მოვარდა ცარიელ კალაპოტში ეს დამანგრეველი მასა? ამაზე აუცილებლად უნდა მოვიღოთ პასუხი. ეს ხომ ჩვენი ორი თვალით ვნახეთ.
თუ ეს ყველაფერი ასეა, ესე იგი სულ მცირე ორი დღით ადრე შეიძლებოდა ტრაგედიის პროგნოზირება და ხალხის ევაკუაცია, როცა მეწყერი ჩამოწვა და მდინარის დაგუბება დაიწყო.
მაგრამ ვერავინ მიხვდა რომ ეს ხდებოდა. რატომ?!
1. მიუხედავად ვერეს ტრაგედიისა და მიუხედავად მეწყრული პროცესების მუდმივი საშიშროებისა, მონიტორინგის სისტემა არ შეიქმნა;
2. ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს კომპეტენციისა და კომპეტენტური კადრების პრობლემა. თავისთავად, ქვეყანაში განათლების სისტემის პრობლემაა, მაგრამ მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება ნეპოტიზმით, სახელმწიფო უწყებებში გვაროვნულ-დინასტიური შტოების გაფურჩქვნით.
გუშინ ტრაგედიის ადგილას ბახილებით მისული გამგეობის წარმომადგენელი რომ ვნახეთ, იმას ხომ კომპეტენცია არ აქვს, არც გული აქვს და არც თავისი ხალხის თუ მხარის სიყვარული. იმ ერთი ბახილით გამოჩნდა ყველაფერი. სამაგიეროდ, ყავს ბიძა, ძმაკაცი და ა.შ. ეს ზოგადი ვითარებაა და ამ ვითარებას შეუძლია მიგიყვანოს იქამდე, რომ 36 საათი მდინარე გუბდებოდეს და ამ დროს კოლექტიური ბახილიანები არხეინად იყვნენ, რადგან ვერასდროს მიხვდებიან რა ხდება.
ამას რომ წაიკითხავ და პოლიტიკისგან გამიჯნეო მაინც რომ დამიწერ, გონებასუსტი ხარ. ქოციც არა, რაღაც უფრო ქვემოთ.
ჟურნალისტებმა ასეთი ძალიან კონკრეტული კითხვები უნდა დაუსვათ ამ უგვანოებს.
თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved