• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში – ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე უკბილოდ იხუმრე – ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
13:55 09-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებას, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დიმიტრი ხვთისიაშვილი წერს, ზურას გარდაცვალება ყველასთვის დიდი დანაკლისია, რადგან ყველას თავისი ბერიკა ჰგავდა…

„ეს დღეც დადგა! დღე, რომელსაც ყველა ველოდით, განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, თუმცა იმდენად დაუშვებლად და წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, რომ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდით შენი ბავშვობის ძმები. იმ ტანჯვისა და იმ ტკივილისთვისაც გვენანებოდი ბიჭო, მაგრამ რომ შემოგირბენდით პალატაში, თავზე ხელს გადაგისვამდით, იმ გამხდარ ლოყაზეც ისე გიჩქმეტდით, როგორც შენ იცოდი და ეფერებოდი ყველას – ეგოისტურად თითქოს წამიერი სიმშვიდე გვეუფლებოდა. თუ თვალსაც გაახელდი, ვხედავდით რომ მზერა არსაიდან და არსად არ იყო, მაგრამ ხავსს მაინც ვეჭიდებოდით, თავსაც ვიმშვიდებდით – დამინახაო, იგრძნოო – ვამბობდით. მტერს და ავს თუ იმ გოლგოთის გზის თითოეულ დღეს გრძნობდი. ცხრა თვე მოდიოდი ამქვეყნად და პრაქტიკულად ცხრა თვე დაგჭირდა იმაშიც ამ ქვეყანას რომ გაცლოდი. გგონია შეგვაგუე უშენობას? ვერა! და ვერც ვერასოდეს შევეგუებით. ძალიან დიდი ტკივილი ხარ ძმაო, ძალიან დიდი! უსაშველო და მოუშუშებელი!!! ეს არ უნდა მომხდარიყო! არა და არა! ახლა რა ვქნათ? როგორ ვიყოთ ასე ფრთამოტეხილნი?

ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, არტისტთა დიდ ამქარს მივმართავ! ასეთ კაცს მე სხვას არ ვიცნობდი და მეეჭვება, რომ დარჩენილ წლებში ვინმე გავიცნო. სულით სპეტაკი და სულით ლამაზი კაცი დადიოდა ჩვენს გვერდით და ეს სისპეტაკე გარეგნულადაც ალამაზებდა. მსგავსი თავმდაბლობის, კეთილშობილების, ადამიანთა მოყვარულ, უკიდურესად ზრდილ, კეთილგანწყობილ, ღიმილიან კაცს არ ეკუთვნოდა ასეთი დასასრული. ახლა ამ სიტყვების წაკითხვა რომ შეეძლოს ჯერ ანათემას გადამცემდა, მერე ბევრს დამცინებდა და მერე თვითონაც გულიანად იხითხითებდა, მაგრამ ეს მართლა ასე იყო. დილიდან არ წყდება სოცქსელებში წერილები და მოგონებები მასზე – ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა. ეს ასეცაა და ბუნებრივიცაა, მაგრამ ჩემო გიგა, ჩემო მახო, ჩემო ბექა, ჩემო მიშა, ჩემო მამუ, ჩემო ნიკუშ, ჩემო გიგი, ჩემო გობე… ჩვენ ხომ ის ბერიკა გვყავდა, რომელიც მარტო ჩვენი იყო. ის ხომ არცერთის ბერიკას არ ჰგავდა. ის ხომ თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი იყო ისევე, როგორც ჩვენ მისი. ამ საძმოს ვერანაირი წლები ვეღარ გაამთელებს. ისეთი დიდი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებას ჩვენი დარჩენილი წლები აღარ ეყოფა. ერთი კია სიკვდილი გაგვიიოლა, იქ გვეგულება უკვე. რა ბედნიერებაა, რომ არსებობდი. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ გადავეყარეთ ერთმანეთს და ძმობა შევფიცეთ… სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში – ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე უკბილოდ რომ იხუმრე – ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!!! რა დროს სიკვდილი იყო ბიჭო?!“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved