• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე– ომი რუსეთმა დაიწყო!!!” – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

ალია ავტორი - ალია
00:08 03-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,531

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს, გამუდმებით მიმდინარეობს დაპირისპირება და გარჩევა თემის, თუ ვინაა მტერი. ამ დაპირისპირებებში მტერი იკარგება, სამაგიეროდ ჩნდება მტრობა, თანამოქალაქეებს შორის მტრობა. ეს უნდა მტერსაც. ჩვენ მის სურვილს ვასრულებთ, ნაწილი შეუგნებლად, ნაწილი შეგნებულად, ზოგიც მდუმარებით.
საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი იყო მსოფლიო ათასწლეულები–მტრული.
ჩვენს საუკუნეში კი, ღიად, საომარი მოქმედებებით, თუ ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებით, პროვოკაციებით, საქართველოს მტერი არის რუსეთი და მისი პოლიტიკა.
ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, საკუთარ მოსაზრებას იტყვის, თუ გაიფიქრებს, მათ მინდა ვუთხრა, პატივისცემით, გულწრფელად– ყოველი კამათისას, რომელიც 2008 წელს ეხება, ყოველი გამონათქვამისას, რომელიც გიორგის ეძღვნება, მე არ ვარ მხოლოდ მეუღლე, დედა, ოჯახის წევრი…
ჩემგან, ადამიანები, კითხვებით, ზოგჯერ შეუკითხავად, ელოდებიან პოზიციას, აზრს …ხშირად ეს დამატებით პასუხისმგებლობას მძენს, კიდევ მეტს, ვიდრე მაქვს, მიზეზთა გამო…
ბევრჯერ მითქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება, სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე– ომი რუსეთმა დაიწყო!!! რუსეთი სხვა წლებშიც გვეომებოდა!!! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!!!
ყველა კამათი, რაც ჩვენს შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. საშუალებას აძლევს მათ კვლავ მოგვაყენონ შეურაცხყოფა, თავიანთი განცხადებებით. დაგვადანაშაულონ, საკუთარი ბრალი შემოგვიტრიალონ, ბოდიშები მოითხოვონ… საბოლოოდ კი, ამ ყველაფერმა, შესაძლოა წარმოშვას ჩვენი გმირების თავდადებისადმი გარკვეული კითხვის ნიშნების საფრთხე.
ვის უნდა ეს? ვის სჭირდება?
ჩემი, როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია:
სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე, დახურულ კარს მიღმა, მსჯელობენ, სამხედროები და კომპეტენტური პირები. შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყანაში, თანამემამულეები, მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე, გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ.
ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს!
ჩემი სიყვარული მათაც, სახელმწიფოსაც და მთელ იმ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც გადახედვას, შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, რომ
ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!
ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა, სპეციალურმა ორგანომ–ჰააგის ტრიბუნალმა!
მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე.
ვემსახურები საქართველოს! “

თეგები: გიორგი ანწუხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved