• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუდიო ლიბერთიმ Travelfy-სა და Ticketwizz-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
16:56 09-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

სტუდიო ლიბერთიმ Travelfy-სა და Ticketwizz-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. პარტნიორობა ითვალისწინებს სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის შექმნილ უნიკალურ და ექსკლუზიურ სამოგზაურო გამოცდილებას.

სწორედ ამ თანამშრომლობის დაწყების აღსანიშნად. ოქტომბერში სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს ორი განსაკუთრებული ტური – ტოსკანასა და ტოკიოში ელით.

„სტუდიო ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათთვის კულტურულად მდიდარ და მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.

Travelfy-სა და Ticketwizz-თან პარტნიორობა ამ მიზნის გამოხატულებაა – მომხმარებლის საჭიროებებთან ინტეგრირებული მიდგომით ვაერთიანებთ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სამოგზაურო სერვისებს. ტოსკანასა და ტოკიოს ტურები არა მხოლოდ ტურისტული მიმართულებებია, არამედ ახალი გამოცდილებების კრებული. რაც სტუდიოს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, დაზოგონ დრო და დაგეგმონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული მოგზაურობა. დაგეგმვის პროცესს  კიდევ უფრო კომფორტულს ხდის სამოგზაურო კონსიერჟი, რომელიც სტუდიო ბანკირთან ერთად ემსახურება ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებს” – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც ხარისხიან სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს.  ჩვენი გუნდი უკვე მრავალი წელია ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა მომხმარებელმა ძალიან მარტივად, სწრაფად და კომფორტულად მიიღოს წვდომა ნებისმიერი მიმართულების ტურებზე.

“ამჯერად, სტუდიო ლიბერთისთან და Ticketwizz-თან ერთად ვქმნით სამოგზაურო გამოცდილებებს, სადაც თითოეული დეტალი და თითოეული ტური განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რათა მომხმარებლებმა დაზოგონ მეტი დრო და თავიანთი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.” – გიორგი მელიქიშვილი, Travelfy-ს დამფუძნებელი

„ტურიზმის სფეროში დღეს მთავარი გამოწვევა არის უნიკალური, პერსონალიზებული გამოცდილებისა და აქტივობების შეთავაზება ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან ჩვენი როლი სწორედ ადამიანებისთვის სამოგზაურო თავგადასავალის გამრავალფეროვნებაა, სტუდიო ლიბერთისა და Travelfy-სთან პარტნიორობით დავიწყეთ ახალი პროექტი. მის ფარგლებში სტუდიოს წევრებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, ტოსკანასა და ტოკიოს ტურში განსაკუთრებული და არასტანდარტული გამოცდილებები მიიღონ და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.” – შალვა ფირუზაშვილი, Ticketwizz-ის დამფუძნებელი

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved