• რეკლამა
  • კონტაქტი
21:57, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია

ალია ავტორი - ალია
11:30 06-18-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით Tbilisi Gastro Week – საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალი გაიხსნა.

18-22 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მიშლენის ვარსკვლავი შეფები და კულინარიული ექსპერტები.

კვირეული აერთიანებს ექსკლუზიური ვახშმების სერიას და ვორქშოპებს, სადაც თითოეული საღამო ეთმობა მოწვეული შეფისა და ქართველი შეფის მიერ შექმნილ გამორჩეულ კერძებს.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა – მდგრადი გასტრონომია.

Tbilisi Gastro Week 2025-ის მიზანია საქართველოში მდგრადი გასტრონომიისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და მისთვის ეკოლოგიური, სოციალური და ეთნიკური მნიშვნელობის მინიჭება.

სტუდიო ლიბერთი, Mastercard-თან ერთად ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია.
სტუდიოს Mastercard World Elite ბარათის მფლობელები, კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებენ.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ლიბერთი ბანკთან და წელს სტუდიო ლიბერთი იქნება საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალის სტრატეგიული პარტნიორი.

18 ივნისს აღინიშნება მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე და მეორე წელია, რაც საქართველოც შეუერთდა აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებას.

მეტად სიმბოლურია ის, რომ სწორედ 18 ივნისს, ბოდბეში გაიხსნება გასტრონომიული კვირეული და Tbilisi Gastro Week-ის ფარგლებში, საქართველო მსოფლიოში ცნობილ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ შეფებს და კულინარიულ ექსპერტებს უმასპინძლებს,“ – ირაკლი ნადარეიშვილი, Tbilisi Gastro Week-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი.

„სტუდიო ლიბერთის სახელით ვულოცავთ Tbilisi Gastro Week-ის გუნდს ფესტივალის გახსნას. მოხარულები ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, სტუდიო ლიბერთი არის საქართველოში პირველი გასტრონომიული ფესტივალის – Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ინიციატივას და აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს – სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს – განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ.

ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც მსოფლიო გასტრონომიული ტურიზმის გამორჩეული მიმართულების ჩამოყალიბებაში,“ – ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“სტუდიო ლიბერთი” ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა – პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე.

სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას.

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved