შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე ამბობს:
„ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი. მე სტუდენტი ვიყავი, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. პროტესტი, რომელსაც ხალხი აფიქსირებდა, სამართლიანი იყო. რა მეთოდით გაუსწორდნენ ამ პროტესტს, ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა კარგად ნახა, ასევე „იმედში“ შეჭრის ფაქტი იყო უმძიმესი. პირების მიმართ, ვინც ამ ქმედებაში მონაწილეობდა, შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ეს იყო უმძიმესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“
კომენტარები