• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სწრაფი ტესტით დიაგნოსტირება იგეგმება – როდის შემოიტანეს ქვეყანაში სწრაფი ტესტები?

ალია ავტორი - ალია
16:49 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ანტიგენის სწრაფი ტესტით დიაგნოსტურება იგეგმება, თბილისსა და ქუთაისში.

“ყველაზე მეტი შემთხვევების რაოდენობა, სადაც გვაქვს ამ დროისთვის, ცხელების ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე” – თქვა იმუნოლოგმა.

ამირან გამყრელიძვე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია გასცა, რამდენიმე კომპანიის მიერ ნაწარმოებ ანტიგენზე, და არა ანტისხეულზე, დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც დაახლოებით 15 წუთში იძლევა პასუხს ვირუსზე.

“ამ დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის, სადაც დიდი მოწოლაა, თბილისსა და ქუთაისში, ცხელებიანი და სიმპტომებიანი ადამიანების, ასე მოხდება დიაგნოსტირება”

გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ მედიკამენტი “რემდესივირი” საქართველოში მხოლოდ საერთაოშორისო კვლევისთვის შემოვა და არა გაყიდვისთვის.

“ის ინიშნება მკაცრად, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას – მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა 23 მარტს განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4-ეტაპად: ხვალ, 27 მარტს და ბოლო შემოტანას 5 აპრილისთვის ველოდებით. ტესტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა”

გაიტესტა თუ არა “დიდი ჯგუფები” და რა შედეგი გვქონდა, ამის შესახებ ინფომაცია არავის მოუწოდებია ჯანდაცვიდან, თუმცა, მოსახლეობა მუდმივად ითხოვდა სწრაფი ტესტების გამოყენებას. ამას ითხოვდა “ალია” ამ თვეების მანძილზე.

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ერთხელ განცხადებაც გაავრცელა, რომ ჟურნალისტებს, როგორც რისკჯგუფს დატესტავდა, მაგრამ შემდეგ “გადაიფიქრა”, ან “გადააფიქრებინეს”.

სწრაფი ტესტების გამოყენება არამხოლოდ ინფიცირებულების გამოვლენაში დაგვეხმარება, არამედ, იმაშიც, რომ დავადგინოთ, დაახლოებით რამდენ ადამიანს აქვს უკვე გადატანილი კორონავირუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა და იქნება.

რატომ არ ვიყენებდით სწრაფ ტესტებს აქამდე, განსაკუთარებით მაშინ, როცა შიდა ტურიზმის გააქტიურებისკენ მოვუწოდებდით მოსახლეობას – უცნობია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში სწრაფ ტესტებს საკმაოდ ბევრი ადამიანი იტარებს კერძო ლაბორატორიებში და ფულს იხდის.

თეგები: კორონავირუსიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved